-
ურვადის გონივრულობის ფარგლებში გადახდაზე მოლაპარაკებასაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
სამწუხაროდ, სიმდიდრის მაძიებელ დღევანდელ წუთისოფელში მრავალი მშობელია ლაბანის მსგავსი. ბევრიც უარესია. ერთ-ერთი აფრიკული გაზეთის თანახმად, ზოგი საქორწინო მოლაპარაკება „უბრალოდ, ხარბი მამების მიერ გამორჩენის ძიებაა“. კიდევ ერთი ფაქტორი ეკონომიური გაჭირვებაა, რის გამოც ზოგი მშობელი ცდუნებას ჰყვება და ქალიშვილს ფინანსური კრიზისიდან ადვილად გამოსვლის საშუალებად მიიჩნევსa.
ზოგი მშობელი მდიდარი მთხოვნელის მოლოდინში ქალიშვილს არ ათხოვებს. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოშვას. აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი წერდა: „ახალგაზრდები არჩევენ, გაიპარონ, რათა თავი აარიდონ იმ გადამეტებულ ხარჯებს, რომელსაც მომავალი მეუღლის უდრეკი მშობლები ითხოვენ“. დიდი ურვადის მოთხოვნის შედეგად გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა სქესობრივი უზნეობაა. ზოგი ახალგაზრდა მამაკაცი ახერხებს ცოლის გამოსყიდვას, მაგრამ ვალებში ვარდება. „მშობლები გონივრულად უნდა მოიქცნენ, — რჩევას იძლევა სოციოლოგიის დარგის სამხრეთ აფრიკელი თანამშრომელი. — მათ არ უნდა მოითხოვონ დიდი ურვადი. ახალდაქორწინებულ წყვილს საარსებო სახსრები სჭირდება. . . ამიტომ რატომ უნდა გაძარცვოთ ახალგაზრდა მამაკაცი?“
როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს, გონივრულად მოქმედების მაგალითები იყვნენ, როდესაც ურვადის გადახდაზე მიდის მოლაპარაკება? ეს სერიოზული საკითხია, რადგან ბიბლია მიგვითითებს: «თქვენი თავმდაბლობა [„გონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის» (ფილიპელთა 4:5).
ბიბლიის გონივრული პრინციპები
მოილაპარაკებენ თუ არა მშობლები ურვადის გადახდაზე, ეს მათი პირადი საქმეა. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკებას, მაშინ ის ბიბლიური პრინციპების შესაბამისად უნდა წარმართონ. „თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (ებრაელთა 13:5). თუ ამ პრინციპით არ ხდება ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, ქრისტიანი მშობელი არ იძლევა კარგ მაგალითს. მამაკაცები, რომლებსაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ, ‘შემწყნარენი [„გონიერნი“, აქ], ვერცხლის უყვარული და არა ანგარნი’ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:3, 8). ქრისტიანი, რომელიც ხარბად და ყოველგვარი სინანულის გარეშე გამოსძალავს სასიძოს დიდ ურვადს, შეიძლება კრებიდანაც კი გაირიცხოს (1 კორინთელთა 5:11, 13; 6:9, 10).
სიხარბით გამოწვეული პრობლემების გამო ზოგიერთმა მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც ადგენს ურვადის ფარგლებს.
-
-
ურვადის გონივრულობის ფარგლებში გადახდაზე მოლაპარაკებასაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
ზოგი ქრისტიანი სიხარბემ შეიპყრო და დიდი ურვადი მოითხოვა, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. მაგალითად, აი, რას გვწერენ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა ფილიალიდან: „ჩვეულებრივ, დაუქორწინებელი ძმებისთვის ძნელია ცოლის მოყვანა, ხოლო დებისთვის — მეუღლის პოვნა, რის შედეგადაც სქესობრივი უზნეობის გამო გარიცხულთა რიცხვი მატულობს. ზოგი ძმა ოქროს ან ალმასის საბადოებზე მიდის, რათა იპოვოს ეს ძვირფასეულობა, გაყიდოს და დასაქორწინებლად საკმარისი თანხა ჰქონდეს. ამას ერთი, ორი ან მეტი წელი სჭირდება და, ვინაიდან კრებასა და ძმებთან ურთიერთობა არა აქვთ, ჩვეულებრივ, სულიერად სუსტდებიან“.
-