-
ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აგვისტო
-
-
სძლიეთ სიამაყესა და სიხარბეს!
10, 11. ა) როგორი აზროვნება აქვს ქედმაღალ ადამიანს? ბ) რას ვსწავლობთ კორახის, დათანისა და აბირამის შემთხვევიდან?
10 ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: გულმა შეიძლება სწორი გზიდან გადაგვიყვანოს. მართლაც, ცოდვილი მიდრეკილებები ჩვენზე დამღუპველად მოქმედებს! მაგალითად, ვნახოთ, როგორ შეიძლება სიამაყემ და სიხარბემ ხელი შეგვიშალოს იეჰოვას ხმის მოსმენაში და დაღუპვის გზაზე დაგვაყენოს.
-
-
ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აგვისტო
-
-
12, 13. ა) მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სიხარბემ ადამიანი უბედურებამდე მიიყვანოს. ბ) რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს სიხარბემ, თუ დროულად არ ავლაგმავთ მას? ახსენით.
12 მოდი, სიხარბეზეც ვისაუბროთ. ხარბი ადამიანი ხშირად მეტისმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და არასწორად იქცევა. მაგალითად, როდესაც ელისემ სირიის ლაშქრის მხედართმთავარი ნაამანი კეთრისგან განკურნა, მან წინასწარმეტყველს ძღვენი შესთავაზა. ელისემ საჩუქრები არ გამოართვა. თუმცა მის მსახურს, გეხაზს, თვალი დარჩა მათზე. მან გულში თქვა: „ცოცხალია იეჰოვა, გავეკიდები [ნაამანს] და რაღაცას მაინც გამოვართმევ“. ელისეს უჩუმრად იგი ნაამანს დაედევნა და უტიფრად გამოსტყუა „ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი“. რა მოჰყვა შედეგად გეხაზის სიხარბეს? ნაამანის კეთრი მას შეეყარა (2 მეფ. 5:20—27).
13 ადამიანი თავიდან სიხარბეს შესაძლოა წვრილმან საკითხებში ავლენდეს, მაგრამ თუ დროულად არ ალაგმავს ამ თვისებას, ის ფესვს გაიდგამს მასში და საბოლოოდ დაღუპავს მას. ბიბლიური პერსონაჟის, აქანის, შემთხვევა ამის შესანიშნავი დასტურია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დახარბდა აქანი იმას, რაც დაინახა. მან თქვა: „დავინახე ნაძარცვში ერთი მშვენიერი შინარული მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ერთი ოქროს ზოდი, რომელიც ორმოცდაათ შეკელს იწონიდა, დავხარბდი და წამოვიღე“. აქანი კი არ შეეწინააღმდეგა თავის არასწორ სურვილს, არამედ აჰყვა სიხარბეს, სანუკვარი ნივთები მოიპარა და თავის კარავში გადამალა. როდესაც მისი არასწორი საქციელი გამომჟღავნდა, იესო ნავეს ძემ უთხრა, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა თავს. აქანი და მისი ოჯახი იმავე დღეს ჩაქოლეს (იეს. 7:11, 21, 24, 25). სიხარბის მახეში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გაებას. ამიტომ მოდი, ყოველთვის გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). ხანდახან გონებაში შესაძლოა არაჯანსაღი და უზნეო ფიქრები მოგვივიდეს, მაგრამ აუცილებელია, დროულად მოვიშოროთ ისინი და არ მივცეთ გასაქანი, რომ ცოდვა ჩაგვადენინონ (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15).
14. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საკუთარ თავში სიამაყესა და სიხარბეს აღმოვაჩენთ?
14 როგორც ზემოთ დავინახეთ, სიამაყეცა და სიხარბეც დამღუპველი თვისებებია. თუ ვიფიქრებთ შედეგებზე, რაც არასწორი გზით სიარულს მოჰყვება, ცოდვილ მიდრეკილებებს იეჰოვას ხმის ჩახშობის საშუალებას არ მივცემთ (კან. 32:29). ჭეშმარიტი ღმერთი ბიბლიის მეშვეობით არა მარტო იმას გვეუბნება, თუ რომელი გზაა სწორი, არამედ იმასაც გვიხსნის, თუ რამდენად სასიკეთოა სწორი გზით სიარული და რა სავალალო შედეგები სდევს თან არასწორი გზით სვლას. თუ გული სიამაყისა და სიხარბის გამო არასწორი საქციელის ჩადენისკენ გვიბიძგებს, ბრძნული იქნება, დავფიქრდეთ, რა შედეგი მოჰყვება ასეთ საქციელს. კარგი იქნება, თუ გავაანალიზებთ, როგორ იმოქმედებს არასწორი საქციელი ჩვენზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე და რაც მთავარია, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე.
-