-
რა დგას ევქარისტიის მიღმასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აპრილი
-
-
„ეს . . . ნიშნავს“ თუ „ეს არის“?
ზოგ ბიბლიაში ეს სიტყვები ასეა ნათარგმნი: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი“ და „სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი“ (მათე 26:26—28, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მართალია, რომ ბერძნული სიტყვა „ესტინი“ არის იმ ბერძნული ზმნის საწყისი ფორმა, რაც ძირითადად „არის“-ს ნიშნავს, მაგრამ იგივე ზმნა შეიძლება „აღნიშვნასაც“ ნიშნავდეს. საინტერესოა, რომ ბიბლიის მრავალი თარგმანი ამ ზმნას ხშირად თარგმნის როგორც „ნიშნავს“b. ის, თუ რომელი თარგმანია უფრო ზუსტი, კონტექსტი განსაზღვრავს. მაგალითად, ბიბლიის მრავალი თარგმანი მათეს 12:7-ში სიტყვა „ესტინს“ თარგმნის როგორც „ნიშნავს“: „რომ იცოდეთ, რას ნიშნავს [ბერძნ. ესტინ]: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
მრავალი ავტორიტეტული ბიბლეისტის აზრით, სიტყვა „არის“ ზუსტად არ გამოხატავს იესოს ნათქვამს. მაგალითად, ჟაკ დიუპონმა მხედველობაში მიიღო ის კულტურა და საზოგადოება, რომელშიც იესო ცხოვრობდა, და დაასკვნა, რომ ამ ზმნის „უფრო ბუნებრივი“ თარგმანი იქნებოდა: „ეს ნიშნავს ჩემს სხეულს“, ანუ „ეს წარმოადგენს ჩემს სხეულს“.
-
-
რა დგას ევქარისტიის მიღმასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აპრილი
-
-
b მაგალითად, იხილეთ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში მათეს 27:46 და ლუკას 8:11.
-