საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ნოემბერი
    • მამაცი მთარგმნელი

      ასეთი სასტიკი წინააღმდეგობისა და ბიბლიური ცოდნის წყურვილის პერიოდში გამოჩნდა ცნობილი პიროვნება, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბიბლიის თანამედროვე ბერძნულზე თარგმნაში. ეს მამაცი მამაკაცი იყო გამოჩენილი ენათმეცნიერი და ბიბლიის მკვლევარი ნეოფიტ ვამვასი, რომელსაც ერის ერთ-ერთ „განმანათლებლად“ მიიჩნევენ.

      ვამვასი ხედავდა, რომ ხალხის სულიერ სიბნელეში ყოფნა მართლმადიდებლური ეკლესიის ბრალი იყო. მას მტკიცედ სწამდა, რომ ხალხის სულიერი გამოღვიძებისთვის საჭირო იყო ბიბლიის იმდროინდელ, სალაპარაკო ბერძნულზე თარგმნა. 1831 წელს სხვა მკვლევართა დახმარებით, მან ბიბლიის სალიტერატურო ბერძნულზე თარგმნა დაიწყო. ეს თარგმანი 1850 წელს გამოქვეყნდა. რადგან საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია მას დახმარებას არ უწევდა, ვამვასი თავისი თარგმანის გამოსაქვეყნებლად და გასავრცელებლად „ბრიტანულ და უცხოურ ბიბლიურ საზოგადოებას“ დაუკავშირდა. ეკლესიამ ის „პროტესტანტად“ შერაცხა და ეკლესიიდან განკვეთა.

      ვამვასი ზედმიწევნით ეყრდნობოდა „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ და ამიტომაც ის შეცდომები, რომელიც ამ თარგმანში იყო ბიბლიისა და იმდროინდელი ენის კარგად არცოდნის გამო, ვამვასმა თავის თარგმანშიც გადმოიტანა. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ეს ბიბლია ხალხისთვის ხელმისაწვდომი, თანამედროვე ბერძნულზე შესრულებული ყველაზე ზუსტი თარგმანი იყო. საინტერესოა, რომ მასში ოთხჯერ არის გამოყენებული ღვთის სახელი, ფორმით „ეოვა“ (დაბადება 22:14; გამოსვლა 6:3; 17:15; და მსაჯულნი 6:24).

      როგორ მიიღო ხალხმა ბიბლიის ეს და სხვა ადვილად გასაგები თარგმანები? დიდი სიხარულით! საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულთან შეჩერებულ გემზე ერთ-ერთი წიგნებით მოვაჭრე „ბრიტანული და უცხოური ბიბლიების საზოგადოების“ მიერ გამოცემულ ბიბლიებს ყიდიდა. გემს ბიბლიის შეძენის მსურველი ბავშვებით სავსე იმდენი ნავი მიადგა, რომ ის იძულებული გახდა... კაპიტნისთვის პორტიდან გასვლა ებრძანებინა“; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიბლიების მთელი მარაგის ერთ ადგილზე დატოვება მოუწევდა! მაგრამ არც მოწინააღმდეგეები მსხდარან გულზე ხელდაკრეფილნი.

      მართლმადიდებელი მღვდლები ხალხს ბიბლიის ასეთი თარგმანების შეძენას უშლიდნენ. მაგალითად, ათენში ბიბლიების კონფისკაცია მოახდინეს. 1833 წელს კრეტის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ერთ-ერთ მონასტერში „ახალი აღთქმები“ იპოვა და ცეცხლს მისცა. ერთმა მღვდელმა ფარულად აიღო ერთი ეგზემპლარი, ხოლო მეზობელი სოფლების მცხოვრებლები მანამდე მალავდნენ თავიანთ წიგნებს, სანამ იქ ჩასულმა პრელატმა მათი კუნძულის დატოვება არ ინება.

      რამდენიმე წლის შემდეგ, კუნძულ კორფუზე საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ვამვასის ეს თარგმანი აკრძალა. აიკრძალა მისი გაყიდვა, ხოლო არსებული ასლები გაანადგურეს. ქიოსის, სიროსისა და მიკონოსის კუნძულებზე სამღვდელოების წაქეზებით ბიბლიები დაწვეს.

  • თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ნოემბერი
    • ამასობაში იეჰოვას მოწმეებმა საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხალხისთვის ბიბლიის სწავლება დაიწყეს. 1905 წლიდან მოყოლებული, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ათასობით ადამიანისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებისას ისინი ვამვასის თარგმანს იყენებდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება