„ეს ახალი აღთქმის საუკეთესო სტრიქონობრივი თარგმანია“
ასე აღწერს დოქტორი ჯეისონ ბე დიუნი „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივ თარგმანს“. ის განმარტავს:
«ახლახან დავამთავრე ლექციების კითხვა ბლუმინგტონის (ინდიანა, აშშ) უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის განყოფილებაში. . . ეს ძირითადად სახარების სწავლების კურსია. თქვენ დაგვეხმარეთ „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ ეგზემპლარებით, რომელსაც ჩემი სტუდენტები ერთ-ერთ სასწავლო სახელმძღვანელოდ იყენებდნენ. ეს მცირე მოცულობის წიგნი ძალიან გამოსადეგი იყო სწავლების პერიოდში და პოპულარობით სარგებლობდა ჩემს სტუდენტებში».
რატომ იყენებს დოქტორი ბე დიუნი „სამეფოს სტრიქონობრივ თარგმანს“ თავის ლექციებზე? ის პასუხობს: «უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს ახალი აღთქმის საუკეთესო სტრიქონობრივი თარგმანია. თუმცა იეჰოვას მოწმე არა ვარ, ბიბლიას კარგა ხანია ვიკვლევ და პრაქტიკიდან ვიცნობ ბიბლიის კვლევით საქმიანობაში საჭირო ტექსტებსა და საშუალებებს. ამიტომ, როცა კი ხელში რამე პუბლიკაცია ჩამივარდება, არ მიჭირს მისი ხარისხის დანახვა და თქვენმა „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა“ თავისი საქმე კარგად შეასრულა. თქვენი სტრიქონობრივი თარგმანი ინგლისურ ენაზე ზუსტი და იმდენად თანმიმდევრულია, რომ მკითხველს სერიოზულად აფიქრებს ლინგვისტიკური, კულტურული და აზრობრივი განსხვავების შესახებ ჩვენსა და ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებას შორის. თქვენი „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საუკეთესო ზუსტი თარგმანია, რომელიც ერიდება თარგმანებში ტრადიციულ შეცდომებს და ზუსტად მიჰყვება ბერძნულს. ის ბევრ რამეში უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე სხვა წარმატებული თარგმანები, რომლებსაც დღეს იყენებენ».
იეჰოვას მოწმეების მიერ „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ მათ დასახმარებლადაა გამოქვეყნებული, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს და სურვილი აქვს გაეცნოს ბიბლიის ორიგინალურ ბერძნულ ტექსტს. გვერდის მარცხენა მხარეს „ახალი აღთქმაა ძველ ბერძნულად“ (ბ. ფ. უესტკოტისა და ფ. ჯ. აჰორგის რედაქციით). ბერძნული ტექსტის ქვეშ სიტყვასიტყვით ინგლისური თარგმანია. მარჯვნივ მოცემული სვეტი არის „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ სტრიქონობრივი თარგმანი ბიბლიის თანამედროვე ინგლისურ თარგმანთან შეადაროთ.