საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • სინათლე ანათებს

      ასეთი ადამიანებიდან XIX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი, ბირმინგემელი (დიდი ბრიტანეთი) ჰენრი გრუ იყო. იგი ცამეტი წლის იყო, როდესაც თავის ოჯახთან ერთად, ატლანტის ოკეანე გადაცურა და 1795 წლის 8 ივლისს შეერთებულ შტატებში ჩავიდა; ისინი დასახლდნენ როდ-აილენდის შტატში მდებარე ქალაქ პროვიდენსში. მშობლები მას ბიბლიის სიყვარულს უნერგავდნენ. 1807 წელს 25 წლის გრუ კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში ბაპტისტების ეკლესიაში მოძღვრად მიიწვიეს.

      ის სერიოზულად ეკიდებოდა დასწავლების პასუხისმგებლობას და ცდილობდა, დახმარებოდა თავის სამწყსოს, საღვთო წერილის თანახმად რომ ეცხოვრათ. მას სჯეროდა, რომ კრება უნდა დაეცვა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც შეგნებულად სცოდავდნენ. ხანდახან ის ეკლესიის სხვა პასუხისმგებელ მამაკაცებთან ერთად აძევებდა (რიცხავდა) მათ, ვინც სიძვას ან სხვა საძრახის საქმეებს სჩადიოდა.

      ამ ეკლესიაში სხვა პრობლემებიც იყო, რაც მას აწუხებდა. ეკლესიაში იყვნენ მამაკაცები, რომლებიც არ იყვნენ მისი წევრები, მაგრამ ფინანსურ საქმეებს ხელმძღვანელობდნენ და მსახურებისას გალობას უძღვებოდნენ. ამ მამაკაცებს კრების საქმეებში ხმის უფლებაც ჰქონდათ და, აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ამ საქმეებსაც აკონტროლებდნენ. წუთისოფლისგან გამოყოფის პრინციპზე დაყრდნობით, გრუ ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ასეთი ფუნქციები მხოლოდ ერთგულ მამაკაცებს უნდა შეესრულებინათ (2 კორინთელთა 6:14—18; იაკობი 1:27). მისი აზრით ეკლესიაში ურწმუნოთა მიერ ღვთის სადიდებელი საგალობლების შესრულება მკრეხელობა იყო. ასეთი პოზიციის გამო 1811 წელს ჰენრი გრუ ეკლესიიდან მოკვეთეს. ეკლესიის სხვა წევრებიც, რომლებსაც ასეთივე შეხედულებები ჰქონდათ, ამავე დროს გამოეყვნენ ეკლესიას.

      ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა

      ამ ჯგუფის წევრებმა, ჰენრი გრუს ჩათვლით, ბიბლიის გამოკვლევა დაიწყეს, რათა თავიანთი ცხოვრება და მოღვაწეობა მისი ნორმებისთვის შეეთანხმებინათ. მათ კვლევა-ძიების წყალობით მალე უკეთ გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება და ამან აღძრა, სააშკარაოზე გამოეტანათ ქრისტიანული სამყაროს შეცდომები. მაგალითად, 1824 წელს გრუმ კარგად დასაბუთებული მხილება დაწერა სამების შესახებ. ყურადღება მიაქციეთ იმ ლოგიკას, რომელიც მისი ნაშრომის ერთ-ერთ ნაწყვეტში გვხვდება: «„იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ [მარკოზი 13:32]. ყურადღება მიაქციეთ, თუ აქ რა თანმიმდევრობით არიან ჩამოთვლილი ქმნილებები. ადამიანი, ანგელოზი, ძე და მამა. . .  ჩვენი უფალი გვასწავლის, რომ მხოლოდ მამამ იცოდა, როდის დადგებოდა ის დღე. მაგრამ ეს ჭეშმარიტება არ იქნება, თუ, როგორც ზოგიერთი აცხადებს, მამა, სიტყვა და სულიწმიდა სამი პიროვნებაა ერთ ღმერთში; რადგან ამ სწავლების [სამების დოქტრინის] თანახმად. . .  ძეს მამის თანაბარი ცოდნა აქვს».

      გრუმ ამხილა მღვდელთა და სამხედრო მეთაურთა ფარისევლობა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ქრისტესათვის მსახურებაზე. 1828 წელს მან განაცხადა: „განა შეიძლება არსებობდეს იმაზე დიდი შეუთანხმებლობა, როდესაც ქრისტიანი გამოდის თავისი ოთახიდან, სადაც თავისი მტრებისთვის ლოცულობდა, და თავის ჯარს უბრძანებს, იშიშვლონ მახვილი და სატანური გააფთრებით აძგერონ გულში სწორედ იმ მტრებს, რომლებისთვისაც ლოცულობდნენ? ერთ შემთხვევაში ის მზადყოფნით ემსგავსება თავის მომაკვდავ მოძღვარს; მაგრამ ვის ჰგავს მეორე შემთხვევაში? იესო თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა. ქრისტიანები ხოცავენ მათ, ვისთვისაც ლოცულობენ“.

      გრუ კიდევ უფრო მეტი შემართებით წერდა: «როდის ვირწმუნებთ ყოვლადძლიერს, რომელიც გვარწმუნებს, რომ „არ იმსახურებს დაცინვას“? როდის მივხვდებით ბუნებას, ამ წმინდა რელიგიის სულს, რომელიც ჩვენგან მოითხოვს „ბოროტების გამოვლენისგან“ თავის შეკავებას?. . . განა ცილისწამება არ არის ღვთის ძეზე იმის ფიქრი, რომ მისი რელიგია ადამიანისგან მოითხოვს, ერთ შემთხვევაში მოიქცეს როგორც ანგელოზი, ხოლო მეორე შემთხვევაში — როგორც დემონი?“

      უკვდავება გარანტირებული არ არის

      მანამ, სანამ რადიოსა და ტელევიზორს გამოიგონებდნენ, აზრის გასავრცელებელი პოპულარული საშუალება ბროშურის გამოცემა და გავრცელება იყო. დაახლოებით 1835 წელს გრუმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ბროშურა, რომელშიც სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ მოძღვრების არაბიბლიურობას ამხილებდა. მისი აზრით ეს დოქტრინები სახელს უტეხდა ღმერთს.

      ამ ბროშურას სერიოზული შედეგები უნდა მოჰყოლოდა. 1837 წელს ორმოცი წლის ჯორჯ სტორზმა ამ ბროშურის ერთი ეგზემპლარი ორთქლმავალში იპოვა. სტორზი წარმოშობით ლებანონელი (ნიუ-ჰემფშირი) იყო. ამ დროისთვის კი ქალაქ იუტიკაში (ნიუ-იორკის შტატი) ცხოვრობდა.

      ის მეთოდისტურ-ეპისკოპალური ეკლესიის უაღრესად პატივცემული მსახური იყო. ბროშურამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მეტად დამაჯერებელი არგუმენტები იყო მოყვანილი ქრისტიანული სამყაროს იმ ძირითადი სწავლებების წინააღმდეგ, რომლებშიც ეჭვი არასდროს შეჰპარვია. მან არ იცოდა, ვინ იყო ამ ბროშურის ავტორი და სულ ცოტა 1844 წლამდე ვერც გაიგო, სანამ ფილადელფიაში (პენსილვანია) არ შეხვდა ჰენრი გრუს (ამ დროს ორივე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ).

  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • სტორზი და გრუ თანამშრომლობდნენ სულის უკვდავების მოძღვრების წინააღმდეგ გამართულ დებატებში. გრუ ფილადელფიაში, სიკვდილამდე, 1862 წლის 8 აგვისტომდე, გულმოდგინედ განაგრძობდა ქადაგებას.

  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • მაგალითად, გრუ აფასებდა იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდ მსხვერპლს, მაგრამ არ ესმოდა, რომ ეს იყო „შესაბამისი გამოსასყიდი“, ანუ იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე, რომელიც გაღებულ იქნა ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის სანაცვლოდ (1 ტიმოთე 2:6, აქ). გარდა ამისა, ჰენრი გრუს არასწორად სწამდა, რომ იესო ხილულად დაბრუნდებოდა და იმეფებდა დედამიწაზე. მაგრამ გრუ ზრუნავდა იეჰოვას სახელის განწმენდაზე — საკითხზე, რომელიც ახ. წ. II საუკუნიდან ძალიან ცოტას თუ აინტერესებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება