-
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებშისაგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
12. როგორ იმოქმედა ნაომიზე ქმრისა და ორი ვაჟის დაკარგვამ?
12 ნაომის უყვარდა იეჰოვა და ერთგულად ემსახურებოდა მას. თუმცა ქმრისა და ორი ვაჟის დაკარგვის შემდეგ მას სურდა, რომ მისთვის „ნაომის“ ნაცვლად „მარა“ დაეძახებინათ, რაც მწარეს ნიშნავს (რუთ. 1:3, 5, 20, სქ., 21). რუთი გვერდიდან არ მოშორებია დედამთილს უბედურების ჟამს. ის არა მხოლოდ მის საჭიროებებზე ზრუნავდა, არამედ სიტყვითაც ანუგეშებდა. რუთი თავის სიყვარულსა და მხარდაჭერას უბრალო და გულითადი სიტყვებით გამოხატავდა (რუთ. 1:16, 17).
13. რატომ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა მას, ვისაც მეუღლე უკვდება?
13 როცა ჩვენი სულიერი ოჯახის წევრს მეუღლე უკვდება, ის ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს. დაქორწინებული წყვილი შეიძლება გვერდიგვერდ გაზრდილ ხეებს შევადაროთ. წლების შემდეგ ამ ხეების ფესვები ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ, როცა ერთს ძირფესვიანად გლეჯენ, მეორეს დიდი ზიანი ადგება. მსგავსად, როცა ვინმეს ვერაგი მტერი, სიკვდილი, მეუღლეს აცლის ხელიდან, მგლოვიარე ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ემოციურ ტკივილს განიცდის. პაულა,b რომელსაც ქმარი მოულოდნელად დაეღუპა, ამბობს: „ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. თავს უმწეოდ ვგრძნობდი. საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ჩემს ქმართან ყველაფერზე შემეძლო საუბარი. ის ჭირსა თუ ლხინში ჩემ გვერდით იყო. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. მისი სიკვდილის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შუაზე გამხლიჩეს“.
როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა, ვისაც მეუღლე დაეღუპა? (იხილეთ აბზაცები 14, 15)d
14, 15. როგორ შეგვიძლია ქვრივების ნუგეშისცემა?
14 როგორ შეგვიძლია დაქვრივებული ადამიანის ნუგეშისცემა? უპირველესად, თავი არ უნდა შევიკავოთ მათთან საუბრისგან მაშინაც კი, როცა თავს უხერხულად ვგრძნობთ ან არ ვიცით, რა ვუთხრათ. ზემოხსენებული პაულა განაგრძობს: „მესმის, რომ ხალხი მგლოვიარესთან თავს უხერხულად გრძნობს. შეიძლება ფრთხილობენ, რომ თავიანთი სიტყვებით მას გული არ ატკინონ. მაგრამ სჯობს რაღაც თქვან და შეეშალოთ, ვიდრე საერთოდ არაფერი თქვან“. მგლოვიარე ადამიანი არ მოელის, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვეტყვით. პაულა აღნიშნავს: „ძალიან მსიამოვნებდა, როცა მეგობრები უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ წუხდნენ ჩემ გამო“.
15 უილიამი, რომელსაც ცოლი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა, ამბობს: „მსიამოვნებს, როცა სხვები ჩემს მეუღლეს იხსენებენ. ვრწმუნდები, რომ ის სხვებსაც უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ასეთი მხარდაჭერა უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მათი სიტყვები მანუგეშებს, რადგან ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო“. ბიანკა, რომელიც აგრეთვე ქვრივია, გვიხსნის: „ნუგეშს ვგრძნობ, როცა სხვები ჩემთან ერთად ლოცულობენ და ბიბლიურ მუხლებს მიკითხავენ. თავს უკეთ ვგრძნობ, როცა ჩემს ქმარზე მელაპარაკებიან ან ყურადღებით მისმენენ, როცა მე ვიხსენებ მას“.
16. ა) როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან? ბ) იაკობის 1:27-ის თანახმად, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია?
16 როგორც რუთი არ მოსცილებია ნაომის გვერდიდან, ისე ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მათი დახმარება, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა. პაულა განაგრძობს: „ქმრის სიკვდილის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. თუმცა დროის სვლასთან ერთად ისინი თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ჩემი ცხოვრება კი მთლიანად თავდაყირა იდგა. მგლოვიარისთვის უდიდესი ნუგეშია, როცა ხალხი აცნობიერებს, რომ მას დახმარება და მხარში დგომა თვეების, ზოგჯერ კი წლების მანძილზე სჭირდება“. ცხადია, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი შეიძლება შედარებით ადვილად შეეგუოს ახალ მდგომარეობას, ზოგს კი მტკივნეულ მოგონებებს აღუძრავდეს ყველაფერი, რაც მეუღლესთან აკავშირებდა. ფაქტია, ყველა ადამიანი თავისებურად გლოვობს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვრივებზე ზრუნვა და მათი ნუგეშისცემა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელიც იეჰოვამ დაგვაკისრა (წაიკითხეთ იაკობის 1:27).
-
-
მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებშისაგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
18. რის გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად, ვისაც მეუღლე გვერდით აღარ ჰყავს?
18 პატარა სიკეთითაც კი შეგვიძლია დავარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში ისინი, ვისაც მეუღლე გვერდით აღარ ჰყავთ. კარგი მეგობრები ასეთ მძიმე წუთებში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (იგავ. 17:17). როგორ შეგიძლიათ მათთვის მეგობრობის გაწევა? შეგიძლიათ სადილად მიიპატიჟოთ, მსახურება შესთავაზოთ ან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო. გარდა ამისა, შეგიძლიათ დროდადრო ოჯახურ თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ. ასეთი საქციელით გაახარებთ იეჰოვას, რომელიც „ქვრივების მოსამართლეა“ და „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ (ფსალმ. 34:18; 68:5).
-