საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მოთმინებისა და ნუგეშის“ ღმერთის შემწეობა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
    • ნამდვილი მეგობრების მხარდაჭერა

      შვილმკვდარ მშობლებს ხშირად სჭირდებათ დრო, რათა საკუთარი გრძნობები გააცნობიერონ და გული იჯერონ ტირილით. მაგრამ გონივრული არ იქნებოდა, დიდი ხნით განმარტოებულიყვნენ. როგორც იგავების 18:1-შია ნათქვამი, „განმარტოებული კაცი“ თავის თავს ვნებს. ასე რომ, სიფრთხილე მართებს მგლოვიარეს, საკუთარ თავში რომ არ ჩაიკეტოს.

      ღვთისმოშიშ მეგობრებს გულმოკლული ჭირისუფლებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. იგავების 17:17-ში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. წინა სტატიაში მოხსენიებული ლუსიც აღნიშნავს, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ერთგული მეგობრების მხარდაჭერა დიდი ნუგეში იყო მისთვის. მეგობრებზე, რომლებიც მისივე კრების წევრები არიან, ლუსი ამბობს: „მათი გვერდით დგომა დიდად მეხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეიძლებოდა სიტყვაც არ ეთქვათ. როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, ერთი მეგობარი ყოველთვის მოდიოდა ხოლმე. მან კარგად იცოდა, რომ მარტო დარჩენილი ცხარე ცრემლით ვტიროდი, და ხშირად სწორედ მაშინ იყო ჩემ გვერდით; ის იჯდა და ჩემთან ერთად ტიროდა. მეორე მეგობარი ყოველდღე მირეკავდა და მამხნევებდა; სხვები კი ხშირად სადილად გვეპატიჟებოდნენ“.

  • „მოთმინებისა და ნუგეშის“ ღმერთის შემწეობა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
    • [ჩარჩო 6 გვერდზე]

      „ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ არ ვიცი როგორ“

      მგლოვიარე მშობლებისა და და-ძმების ტკივილის შემყურე მეგობრებს შეიძლება შიშის გრძნობა დაეუფლოთ. მათ გულწრფელად სურთ ჭირისუფალთა მხარდაჭერა, მაგრამ შიშობენ, ისეთი არაფერი წამოსცდეთ ან ისეთი არაფერი გააკეთონ, რაც უფრო გაართულებდა მდგომარეობას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც გულში ამბობს: „ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ არ ვიცი როგორ“.

      ❖ ნუ მოერიდები ჭირისუფლებს ამგვარი შიშის გამო. მათ შენი გვერდით ყოფნაც კი შემატებს ძალებს. თუ სიტყვებს ვერ პოულობ, მაშინ ჩაეხუტე და გულწრფელად უთხარი, როგორ გტკივა მისი სატკივარი; ამგვარად შენს მხარდაჭერაში დაარწმუნებ. ხომ არ შიშობ, ცრემლი რომ მოგერიოს, უფრო მეტად დაუმძიმებ მგლოვიარეს გულს? ბიბლია ამბობს: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). შენი ცრემლები შენს გულწრფელ თანაგრძნობას დაანახვებს მათ, რაც მალამოდ დაედებათ გულზე.

      ❖ შესთავაზე შენი დახმარება. შეგიძლია ჭირისუფლებს სადილი მოუმზადო, ჭურჭელი დაურეცხო ან მაღაზიაში გაეგზავნო? ნუ ჰკითხავ: „დახმარება ხომ არ გჭირდებათ?“ როგორი გულწრფელიც უნდა იყო, ბევრმა ჭირისუფალმა შეიძლება იფიქროს, რომ იმდენად დაკავებული ხარ, ვერ შეძლებ მათ დახმარებას. ამის ნაცვლად, ჰკითხე: „რა გავაკეთო?“ და მერე მათი თხოვნისამებრ მოიქეცი. მაგრამ მოერიდე მათ სახლში დაუპატიჟებლად მისვლას ან მათ პირად საქმეში ჩარევას.

      ❖ ნუ ეტყვი: „ვიცი, რას გრძნობ“. თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს საყვარელი ადამიანის სიკვდილზე. მაშინაც კი, თუ შენ თვითონ გაქვს გამოცდილი შვილის სიკვდილი, ზუსტად ვერ მიხვდები, რას შეიძლება გრძნობდნენ ამ დროს ჭირისუფლები.

      ❖ დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. განაგრძე მათი მხარდაჭერა ისე, როგორც შეგიძლია. ცხადია, თავიდან ჭირისუფლებს ყურადღება და თანადგომა არ აკლიათ, მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ პირველ დღეებში როდი კმარა. იყავი მათ გვერდით და იზრუნე მათზე კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდეa.

      [სქოლიო]

      a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“, თავი „როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება?“, გვერდები 20—24, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება