-
„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
მაგალითი ბადეზე
15, 16. ა) მოკლედ მოყევით ბადის მაგალითი. ბ) რას განასახიერებს ბადე და სამეფოს ზრდის რომელი მხარე ჰქონდა იესოს მხედველობაში?
15 იესოს მოწაფეების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ნამდვილად მიჰყვებიან თუ არა ისინი იესოს მაგალითს. სამეფოს ზრდასთან დაკავშირებული სწორედ ეს მხარე ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც ბადის მაგალითი მოიყვანა. მან თქვა: „ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს, რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს“ (მათ. 13:47).
16 ბადეში, რომელიც სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმეს განასახიერებს, სხვადასხვა ჯიშის თევზი ხვდება. იესო ამბობს: „როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ და სხდებიან, კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ და ცუდს ყრიან. ასე იქნება ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათ. 13:48—50).
17. დროის რა პერიოდში ხდება თევზების გამოცალკევება?
17 ერთი და იგივე რამეზე მიუთითებს თევზების გამოცალკევება და ცხვრებისა და თხების საბოლოო გადარჩევა, რომელიც, იესოს სიტყვების თანახმად, მოხდებოდა მაშინ, როცა ის თავისი დიდებით მოვიდოდა? (მათ. 25:31—33). არა. ცხვრებისა და თხების საბოლოო გადარჩევა დიდ გასაჭირში მოხდება. ამისგან განსხვავებით, ბადის მაგალითში მოყვანილი თევზების გამოცალკევება „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ ხდებაb. ეს სწორედ ის დროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის შემდეგაც დიდი გასაჭირი დადგება. როგორ ხდება დღეს თევზების გამოცალკევება?
18, 19. ა) როგორ მიმდინარეობს დღეს გამოცალკევების საქმე? ბ) რა უნდა გააკეთონ გულწრფელმა ადამიანებმა? (იხილეთ აგრეთვე 21-ე გვერდზე მოცემული სქოლიო).
18 კაცობრიობის ზღვიდან ამოყვანილი სიმბოლური თევზი, რომლის რიცხვიც პირდაპირი გაგებით მილიონებს აღწევს, დღეს იეჰოვას კრებისკენ მიემართება. ზოგი გახსენების საღამოს ესწრება, ზოგი კრების შეხვედრებზე დადის, ზოგი კი სიამოვნებით სწავლობს ბიბლიას. მაგრამ, ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან? ისინი შეიძლება ‘ნაპირზე არიან გამოტანილი’, მაგრამ იესო ამბობს, რომ მხოლოდ ‘კარგი თევზი გროვდება ჭურჭელში’, რომლითაც ქრისტიანული კრებაა წარმოდგენილი. ცუდი თევზი იყრება და საბოლოოდ სიმბოლურ გავარვარებულ ღუმელში ხვდება, რაც მომავალ განადგურებაზე მიუთითებს.
19 მრავალი, ვინც ერთ დროს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და შეწყვიტა შესწავლა, ჰგავს ცუდ თევზს. ზოგი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მათ არასოდეს გასჩენიათ იმის სურვილი, რომ იესოს მიმდევრები გამხდარიყვნენ. მათ არ სურთ იეჰოვას ემსახურონ ან, თუ ერთ დროს ემსახურებოდნენ, შეწყვიტეს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაc (ეზეკ. 33:32, 33). სანამ ღმერთი საბოლოო განაჩენს გამოიტანს, აუცილებელია, რომ გულწრფელი ადამიანები ჭურჭლით წარმოდგენილ კრებებში შეგროვდნენ და იქ დარჩნენ, რათა უსაფრთხოდ იყვნენ.
-
-
„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
b მართალია, მათეს 13:39—43 სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის სხვა მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ბადის მაგალითის მსგავსად, ამ მაგალითშიც მოვლენები „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ ხდება. ისევე, როგორც თესვისა და მკის საქმე, რომელიც ამ პერიოდში მიმდინარეობს, სიმბოლური თევზების გამოცალკევებაც გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება (2000 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25, 26; „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, გვერდები 178—181, აბზაცები 8—11).
-
-
„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
მესამე: ყველა, ვინც ისმენს ღვთის ცნობას, ნამდვილი ქრისტიანი როდია. ზოგი იესოს მაგალითში მოხსენიებულ ცუდ თევზს ჰგავს.
-