-
მშვიდობის შესახებ კეთილი ცნობა ჩიაპასის მთიანეთსაც აღწევსსაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
„მე იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე ვარ“
ადოლფო, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ სამეფოს მაუწყებელი გახდა, ერთ დღეს, როდესაც ოკოსინგო რადიო სადგურში მუშაობდა მოულოდნელად ვიღაცამ დააბრახუნა და კარი ნიღბიან მამაკაცთა ჯგუფმა შეამტვრია; ისინი ოთახში შეიჭრნენ და ადოლფო მიზანში ამოიღეს. შეიჭრნენ ჯიხურში, საიდანაც რადიოტრანსლაცია ხდებოდა, დაეპატრონნენ აპარატურას და ეთერში გადასცეს, რომ მთავრობას ომს უცხადებდნენ.
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ადოლფოს უბრძანეს, რომ მათ მოძრაობას შეერთებოდა. „მე იეჰოვას მოწმე ვარ“, — უპასუხა ადოლფომ, თუმცა ჯერ მონათლული არ იყო. მან ამ მამაკაცებს განუმარტა, რომ მშვიდობას მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებდა და მტკიცე უარი უთხრა შეთავაზებული სამხედრო ფორმისა და იარაღის აღებაზე. როდესაც მისი ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება დაინახეს, ადოლფო გაუშვეს. ამ შემთხვევის გახსენებისას ის აღნიშნავს: „მაშინ მომხდარმა ამბავმა რწმენა მართლაც განმიმტკიცა“.
ბოლოს მდგომარეობა სტაბილური გახდა, მაგრამ ტერიტორიას ჯერ კიდევ სამხედროები აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, ადოლფო სიხარულით დაეთანხმა ადგილობრივი კრების უხუცესებს, ეთანამშრომლა მიყრუებულ ტერიტორიაზე მყოფ ქრისტიანთა ჯგუფთან. საკონტროლო პუნქტების გავლისას, ჯარისკაცები პატივისცემით ექცეოდნენ მას, როდესაც ადოლფო ეუბნებოდა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. მოგვიანებით ადოლფო მოინათლა, და დიდი სიამოვნებით ეხმარებოდა იმ ტერიტორიაზე მყოფ ჯგუფს იეჰოვას მოწმეთა კრებად ჩამოყალიბებაში. „ახლა, როდესაც უკვე მოვინათლე, — განაცხადა ადოლფომ, — მთელი დაჯერებულობით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მოწმე ვარ!“
-
-
მშვიდობის შესახებ კეთილი ცნობა ჩიაპასის მთიანეთსაც აღწევსსაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
-
-
ამ კამპანიის დროს პუებლო-ნუებოში სირო, სრული დროით მსახური პიონერი შეხვდა ოჯახს, რომელიც ამ ცნობით დაინტერესდა. სირო სამი დღის შემდეგ მივიდა მათთან და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაგრამ ერთხელ, როდესაც სირო და ერთი ძმა ბიბლიის შესწავლის გასაგრძელებლად მივიდნენ, ოჯახის უფროსი სახლში არ დახვდათ. მის ნაცვლად იქ ნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ოჯახის უფროსს ელოდნენ, რათა რაიმე ევნოთ მისთვის. მათ სიროსა და მასთან ერთად მყოფ ძმას მოსვლის მიზეზი ჰკითხეს და თან მოკვლით დაემუქრნენ. მისულებმა გულში ლოცვით მიმართეს იეჰოვას და გაბედულად აუხსნეს, რომ ისინი ამ ოჯახის წევრებისთვის ბიბლიის სასწავლებლად მივიდნენ. ეს რომ მოისმინეს, ნიღბიანმა მამაკაცებმა ეს ორი ქრისტიანი გაუშვა.
-