საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ განსაცდელების წინაშე უშიშრად ყოფნა დააკავშირა იმის მტკიცე რწმენასთან, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად ჩვენზე. როგორც ჩანს, მოციქული პავლე დარწმუნებული იყო ამაში. მან დაწერა: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“ (რომაელები 8:31, 32). რა პრობლემების წინაშეც არ უნდა იდგეთ, პავლეს მსგავსად, დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად თქვენზე, სანამ მისდამი ერთგულებას ინარჩუნებთ. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, როცა უფრო ყურადღებით განვიხილავთ იმას, რაც იესომ თავის მოციქულებს უთხრა.

  • იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • 10. რაზე მეტყველებს გამონათქვამი: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“?

      10 ბეღურებთან დაკავშირებული მაგალითის მოხსენიების შემდეგ იესომ დასძინა: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“ (მათე 10:30). ამ მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი გამონათქვამით იესო განავრცობს ბეღურების შესახებ მოყვანილ მაგალითში ჩადებულ აზრს. დაფიქრდით: ადამიანს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 100 000 თმის ღერი აქვს. ძირითადად, ყველა ღერი ერთმანეთს ჰგავს და განსაკუთრებულ ყურადღებას ცალკეულად თმის არც ერთი ღერი არ იპყრობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთი ხედავს თითოეულს და მას „დათვლილი“ აქვს ისინი. თუ ამ აზრს გავითვალისწინებთ, განა რა უნდა იყოს ისეთი ჩვენს ცხოვრებაში, იეჰოვამ რომ არ იცოდეს? დიახ, იეჰოვამ ყველაფერი იცის თითოეული თავისი მსახურის შესახებ. ის ყველას „გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7).

      11. როგორ გამოხატა დავითმა იმის რწმენა, რომ იეჰოვა ზრუნავდა პირადად მასზე?

      11 დავითს, რომელსაც არაერთი განსაცდელის გადატანა მოუწია, მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვას მხედველობის არეში იყო. ის წერდა: „უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან“ (ფსალმუნები 138:1, 2). თქვენც შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა პირადად გიცნობთ (იერემია 17:10). ნურასოდეს იფიქრებთ, რომ არ ხართ იეჰოვას ყურადღების ღირსი და მისი თვალისთვის, რომელიც ყველგან და ყველაფერს ხედავს, შეუმჩნეველი რჩებით!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება