საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სინამდვილეში რა არის ჰელოუინი
    გამოიღვიძეთ! — 2013 | სექტემბერი
    • საიდან იღებს დასაბამს?

      ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები

      ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები, ზომბები: ოდითგანვე ასოცირდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან.

      კანფეტები: ძველი კელტები ცდილობდნენ, ბოროტ სულთა გულები ტკბილეულით მოეგოთ. მოგვიანებით, ეკლესია მოუწოდებდა დღესასწაულში მონაწილეებს, რომ ყველა წმინდის წინადღის დღესასწაულზე კარდაკარ ევლოთ და ეთხოვათ საჭმელი, რის სანაცვლოდაც, ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ლოცვები აღევლინებოდა. ეს ტრადიცია თანდათანობით ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი გახდა.

      კოსტიუმები: კელტები იკეთებდნენ შემაძრწუნებელ ნიღბებს, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი. ეკლესიამ თანდათანობით წარმართული წეს-ჩვეულებები შეუთავსა ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა მიცვალებულთა სულების დღე და ყველა წმინდის დღე. მოგვიანებით, წმინდანების, ანგელოზებისა და ეშმაკების ფორმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა სახლიდან სახლში დაიწყეს სიარული.

      გოგრები: სანთლებით მორთულ თალგამებს ბოროტი სულების დასაფრთხობად იყენებდნენ. ზოგის აზრით, თალგამში ანთებული სანთელი განსაწმენდელში გამომწყვდეულ სულს განასახიერებდა. მოგვიანებით, თალგამი დეკორატიულმა გოგრამ შეცვალა.

  • სინამდვილეში რა არის ჰელოუინი
    გამოიღვიძეთ! — 2013 | სექტემბერი
    • ჰელოუინის განვითარების ეტაპები

      ძვ.წ. V საუკუნე.

      კელტები სამჰეინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ ოქტომბრის ბოლოს. მათი აზრით, მოჩვენებები და დემონები ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დახეტიალობდნენ დედამიწაზე.

      ახ.წ. I საუკუნე.

      რომაელებმა დაიპყრეს კელტები და გადმოიღეს სამჰეინისთვის დამახასიათებელი სპირიტული რიტუალები.

      ახ.წ. VII საუკუნე.

      როგორც ცნობილია, პაპმა ბონიფაციუს IV-მ წამებულთა პატივსაცემად დააფუძნა „ყველა წმინდის დღე“.a

      ახ.წ. XI საუკუნე.

      2 ნოემბერი გამოცხადდა „ყველა სულის დღედ“ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად.

      ახ.წ. XVIII საუკუნე.

      დღესასწაული Hallowe’en (წმინდა საღამო) „ჰელოუინის“ სახელწოდებით პირველად გამოჩნდა ბეჭდვით მასალაში.

      ახ.წ. XIX საუკუნე.

      ათასობით ადამიანი ირლანდიიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა და თან ჩაიტანა ჰელოუინისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები. დროთა განმავლობაში ჰელოუინის დღესასწაულს შეერწყა ბრიტანელი, გერმანელი, შოტლანდიელი, აფრიკელი და სხვა ქვეყნების ემიგრანტთა წეს-ჩვეულებები.

      XX საუკუნე.

      ჰელოუინი ეროვნული დღესასწაული გახდა შეერთებულ შტატებში.

      XXI საუკუნე.

      ჰელოუინისადმი კომერციული ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რადგან მას მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება