-
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობებიგამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
-
-
ადამიანის ხელი
მშვენიერი ინსტრუმენტის, ხელის საშუალებით გასაოცარი სიზუსტითა და სიფაქიზით შეიძლება ამა თუ იმ მოქმედების შესრულება. ხელით შეგვიძლია ნემსს ძაფი გავუყაროთ, შეშა დავაპოთ, პორტრეტი დავხატოთ ან ფორტეპიანოზე დავუკრათ. ჩვენი ხელი აგრეთვე ძალიან მგრძნობიარეა. საკმარისია საგანს ოდნავ შევეხოთ, რომ უკვე ვიცით, ბეწვი, ქაღალდი, ტყავი, მეტალი, ხე თუ წყალია. მაგრამ ჩვენს ხელს საგანზე მოჭიდებისა და მანიპულაციაზე მეტი შეუძლია. მისით ჩვენს სამყაროზე ცოდნას ვიძენთ. ხელით სითბოსა და სიყვარულსაც გამოვხატავთ.
რატომ არის ადამიანის ხელი ასეთი მარჯვე, გამომეტყველებითი, მგრძნობიარე, და რატომ შეუძლია მას ამდენი სხვადასხვა მოძრაობის შესრულება? მიზეზი ბევრია. ჩვენ ოთხს შევეხებით:
1. ჩვენი ორივე ხელი მთლიანობაში 50-ზე მეტი ძვლისგან შედგება, რაც სხეულის ძვლების მეოთხედია. ხელის რთული შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა ძვლები, სახსრები, იოგები, ადამიანის ხელს არაჩვეულებრივ მოქნილობას სძენს.
2. ხელის ცერა თითი, რომელიც დანარჩენი ოთხი თითისკენ არის მიმართული, უნაგირა სახსარზეა (ერთმანეთის პერპენდიკულარულად განლაგებული ორი უნაგირის ფორმის ზედაპირის მქონე სახსარი) წამომართული. ეს სახსარი კუნთებთან თუ სხვა ქსოვილებთან ერთად ცერა თითს წარმოუდგენელ მოქნილობასა და ძალას ანიჭებს.
3. ხელს კუნთების სამი წყება აკონტროლებს. ორი, ყველაზე ძლიერი კუნთის წყება — მომხრელი და გამშლელი კუნთები — წინამკლავშია განლაგებული და თითებს მყესების მეშვეობით ამუშავებს. კუნთების ეს ორი წყება მაჯაში რომ ყოფილიყო განლაგებული, ხელი ძალიან მოუქნელი და ტლანქი იქნებოდა. კუნთების მესამე წყება ბევრად პატარაა და მაჯაშია განლაგებული. ისინი თითებს ზუსტი და ფაქიზი მოძრაობის შესრულებაში ეხმარებიან.
4. თქვენი თითები სენსორული მოწყობილობის მსგავსად მუშაობენ. თითის წვერები შეიცავს რეცეპტორებს. დაახლოებით 2 500 რეცეპტორი მხოლოდ ერთი კვადრატული სანტიმეტრის მეექვსედზეა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ეს რეცეპტორები ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციით. თითოეული იძლევა ტექსტურის, ტემპერატურის, ტენიანობის, ვიბრაციის, ზეწოლისა და ტკივილის შეგრძნებას. ამრიგად, ადამიანის თითს მგრძნობელობის მხრივ ვერც ერთი სენსორული მოწყობილობა ვერ შეედრება.
-
-
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობებიგამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
-
-
[დიაგრამა⁄სურათები 5 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რთული აგებულების ძვლები
უნაგირა სახსარი
კუნთის მოქმედება
შეხების რეცეპტორები
[სურათი]
რატომ შეუძლიათ ჩვენს ხელებს სხვადასხვა მოძრაობის შესრულება?
-