საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • 5, 6. ა) რას ასიმბოლოებს იოანე მოციქულის მიერ ხილვაში ნანახი „შვიდი ოქროს სალამპრე“ და „შვიდი ვარსკვლავი“? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს „შვიდი ვარსკვლავი“?

      5 როგორც ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ ცხადყოფს, ერთგული და გონიერი მონა უშუალოდ იესო ქრისტეს ემორჩილება. როდესაც იოანე მოციქული ხილვის მეშვეობით ‘უფლის დღეში’ აღმოჩნდა, მან იხილა „შვიდი ოქროს სალამპრე და სალამპრეებს შორის ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ (აქ), რომელსაც „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა“. იესომ ამ ხილვის მნიშვნელობა განუმარტა იოანეს: «შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე [„სალამპრე“, აქ]: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე [„სალამპრე“, აქ] შვიდი ეკლესიაა» (გამოცხადება 1:1, 10—20).

      6 „შვიდი ოქროს სალამპრე“ ასიმბოლოებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას, რომლებიც 1914 წლიდან დაწყებულ „უფლის დღის“ განმავლობაში მოქმედებენ. რაც შეეხება „შვიდ ვარსკვლავს“, პირველ ყოვლისა ისინი ასიმბოლოებდნენ პირველი საუკუნის კრებებზე მზრუნველ ყველა სულითშობილსა და სულითცხებულ ზედამხედველებსa. ეს ზედამხედველები იესოს მარჯვენა ხელში იყვნენ — ესე იგი ემორჩილებოდნენ და მის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. დიახ, იესო ქრისტე წინამძღოლობდა ცალკეული ადამიანებისგან შემდგარ მონის ერთიან კლასს. მაგრამ, დღესდღეობით სულითცხებული ზედამხედველები არც თუ ისე ბევრნი არიან დედამიწაზე. მაშ, როგორ უწევს ქრისტე წინამძღოლობას იეჰოვას მოწმეთა 93000 კრებას მთელი დედამიწის ზურგზე?

      7. ა) როგორ წინამძღოლობს იესო ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით კრებებს მთელი დედამიწის ზურგზე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანი ზედამხედველები სულიწმიდის მიერ ინიშნებიან?

      7 ისევე როგორც პირველ საუკუნეში, გამოცდილი მამაკაცების მცირე ჯგუფი, რომელიც სულითცხებული ზედამხედველებისგან შედგება, დღესაც მსახურობს როგორც ხელმძღვანელი საბჭო. ეს საბჭო მიეკუთვნება ერთგული და გონიერი მონის ერთიან კლასს. ჩვენი წინამძღოლი გამოცდილ მამაკაცებს — როგორც სულითცხებულებს ისე არასულითცხებულებს — ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ნიშნავს კრებებში უხუცესებად. ასეთნაირად სულიწმიდა, რომლის გამოყენების ძალაუფლებაც იეჰოვამ იესოს მისცა, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედამხედველების დანიშვნაში (საქმეები 2:32, 33). უპირველეს ყოვლისა, ეს ზედამხედველები სულიწმიდით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9; 2 პეტრე 1:20, 21). ზედამხედველებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დანიშვნა ლოცვითა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით ხდება. გარდა ამისა, ის მამაკაცები, რომლებსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ცხადყოფენ, რომ სულის ნაყოფს ავლენენ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ პავლეს რჩევა თანაბრად ეხება ყველა უხუცესს — სულითცხებულს თუ არასულითცხებულს: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ“ (საქმეები 20:28). ზედამხედველებად დანიშნული ეს მამაკაცები ხელმძღვანელი საბჭოსგან იღებენ მითითებებს და ხალისით მწყემსავენ კრებას. ასეთი სახით, თვითონ ქრისტე გვიდგას მხარში და აქტიურად წინამძღოლობს კრებას.

  • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • a აქ მოხსენიებული „ვარსკვლავები“ პირდაპირი გაგებით ანგელოზებს არ გულისხმობს. იესო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა ადამიანს უხილავი სულიერი ქმნილებებისათვის წერილობითი ინფორმაციის გადასაცემად. ამიტომ, „ვარსკვლავებში“ უნდა იგულისხმებოდეს კრებებზე მზრუნველი ადამიანი-ზედამხედველები ანუ უხუცესები, რომლებიც იესოს წარმომადგენლებად ითვლებიან. რიცხვი შვიდი ღვთის მიერ მათ სრულქმნილებად მიჩნევაზე მიუთითებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება