-
ბედნიერების ძიებაშისაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 სექტემბერი
-
-
ბედნიერების ძიებაში
რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად. გამოკითხულთა 89 პროცენტმა თქვა, რომ ამაში გადამწყვეტ როლს კარგი ჯანმრთელობა თამაშობს; 79 პროცენტმა მთავარ ფაქტორად მოიხსენია წარმატებული ქორწინება ან მეუღლეებს შორის კარგი ურთიერთობა; 62 პროცენტმა ბედნიერება დაუკავშირა შვილების ყოლას, 51 პროცენტი კი მიიჩნევდა, რომ ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია კარიერის შექმნის შედეგად. და თუმცა არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ფული არ არის ბედნიერების გასაღები, გამოკითხულთა 47 პროცენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
-
-
ბედნიერების ძიებაშისაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 სექტემბერი
-
-
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ გამოკითხულთა 40 პროცენტმა აღნიშნა, რომ ბედნიერების ერთ–ერთი გასაღები სხვებისთვის სიკეთის კეთება და დახმარების აღმოჩენაა. ხოლო 25 პროცენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბედნიერების მისაღწევად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რწმენა და რელიგიური შეხედულებები.
-