-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი. ისინი, ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებასა და მისი სახელის რიცხვზე, მინის ზღვასთან იდგნენ ღვთის ქნარებით“ (გამოცხადება 15:2).
-
-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ისინი „ღვთის ქნარებით“ დგანან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 24 უხუცესსა და 144 000-ს წარმოადგენენ, რადგან ისინიც ქნარების თანხლებით მღერიან (გამოცხადება 5:8; 14:2). მომღერლები, რომლებსაც იოანე ხედავს, არიან ისინი, „ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებასა და მისი სახელის რიცხვზე“. ესენი უნდა იყვნენ 144 000-დან ბოლო დღეებში დედამიწაზე მცხოვრებნი. ეს ჯგუფი იმარჯვებს. 1919 წლიდან მოყოლებული თითქმის 90 წლის განმავლობაში ისინი უარს ამბობენ მხეცის ნიშნის მიღებაზე და მის ქანდაკებას მშვიდობის იმედად არ მიიჩნევენ. მათგან უკვე მრავალმა სიკვდილამდე შეინარჩუნა ერთგულება და ამჟამად, ზეცაში სიხარულს გრძნობენ, როდესაც უსმენენ დედამიწაზე დარჩენილი ძმების სიმღერას (გამოცხადება 14:11—13).
7. როგორ იყენებდნენ ქნარს ძველ ისრაელში და რა განწყობას გვიქმნის „ღვთის ქნარები“?
7 ამ ერთგულ გამარჯვებულებს „ღვთის ქნარები“ უჭირავთ. ამით ისინი ჰგვანან ძველად ტაძარში მომსახურე ლევიანებს, რომლებიც ქნარების თანხლებით უმღეროდნენ იეჰოვას და თაყვანს სცემდნენ მას. ზოგიერთები ქნარების თანხლებით წინასწარმეტყველებდნენ (1 მატიანე 15:16; 25:1—3). ისმოდა ქნარის სასიამოვნო ხმა, მღეროდნენ ისრაელები მხიარულ სიმღერებს და იეჰოვას სამადლობელი ლოცვებით განადიდებდნენ (1 მატიანე 13:8; ფსალმუნი 33:2; 43:4; 57:7, 8). უბედურების ან ტყვეობის დროს ქნარის ხმა არ ისმოდა (ფსალმუნი 137:2). ხილვაში ნანახი „ღვთის ქნარები“ განგვაწყობს საზეიმო, ღვთის განმადიდებელი და სამადლობელი სიმღერის მოსასმენადa.
-