საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • ახლა სწორედ ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. ის ნიშნავს ზიზღსა და ძლიერ სიძულვილს და არა ღვარძლს, ბოღმას ან ვინმესთვის ტკივილის მიყენების სურვილს. შეიძლება ღმერთი ავლენდეს ამგვარ სიძულვილს? ყურადღება მიაქციეთ, რა წერია იგავების 6:16—19-ში: „არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას; შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის: ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი“.

      როგორც დავინახეთ, არის ისეთი ქმედებები, რაც ღმერთს სძულს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სძულს ადამიანი, ვინც ასე იქცევა. იგი მხედველობაში იღებს ადამიანთა მდგომარეობას — მათ სისუსტეებს, გარემოებას, აღზრდასა და უცოდინარობას (დაბადება 8:21; რომაელები 5:12).

  • „სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • როდის არის სიძულვილი გამართლებული?

      რა შეიძლება ითქვას მასზე, ვინც იცის ღვთის ნება, მაგრამ არ ასრულებს? ასეთი ადამიანი ღვთის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს; პირიქით, ღმერთი უკმაყოფილო იქნება მისით. თუ ის განზრახ აკეთებს ისეთ რამეს, რაც ღმერთს სძულს, იეჰოვა შეიძულებს მას. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5). როგორც ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილიდან ჩანს, ასეთ მოუნანიებელ ადამიანებს ღვთისგან პატიების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად“ (ებრაელები 10:26, 27). რატომ იქცევა ამგვარად ღმერთი, რომელიც სიყვარულია?

      თუ ადამიანი განზრახ სჩადის მძიმე ცოდვას, ბოროტება შეიძლება ისე გაუჯდეს ძვალსა და რბილში, რომ მისგან ვეღარ დააღწიოს თავი. ის შეიძლება გაირყვნას და ვეღარასდროს გამოსწორდეს. ბიბლია ასეთ ადამიანს ჯიქს ადარებს, რომელიც ვერასდროს მოიცილებს თავის ხალებს (იერემია 13:23). ასეთი მოუნანიებელი ადამიანები სჩადიან ცოდვას, რომელსაც ბიბლია „მარადიულ ცოდვას“ უწოდებს. ისინი ვეღარასდროს დაიმსახურებენ ღვთისგან პატიებას (მარკოზი 3:29).

      ადამმა და ევამ და აგრეთვე იუდა ისკარიოტელმა სწორედ ასეთი ცოდვა ჩაიდინეს. ვინაიდან ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ და ღმერთმა მათ ყველაფერი გასაგებად აუხსნა, რაც ორივესთვის ნათელი იყო, აშკარაა, რომ მათ შეგნებულად შესცოდეს, რის გამოც არ იყვნენ პატიების ღირსი. ღვთის შემდგომი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ის არ აძლევდა მათ მონანიების შესაძლებლობას (დაბადება 3:16—24). მართალია, იუდა არასრულყოფილი იყო, მაგრამ მას ღვთის მხოლოდშობილ ძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან გასცა ის. იესომ თავადვე უწოდა მას „დაღუპვის ძე“ (იოანე 17:12). ბიბლიიდან აგრეთვე ჩანს, რომ ეშმაკი გამოუსწორებელი ცოდვილია, რომელიც მხოლოდ განადგურებას იმსახურებს (1 იოანე 3:8; გამოცხადება 12:12). თითოეულმა მათგანმა ღვთის სიძულვილი დაიმსახურა.

      მანუგეშებელია ის, რომ ყველა შემცოდველი არ არის უიმედო მდგომარეობაში. იეჰოვა უსაზღვროდ მომთმენია და არ სიამოვნებს მათი დასჯა, ვინც უცოდინარობით შესცოდა (ეზეკიელი 33:11). ის მონანიებისკენ მოუწოდებს მათ, რათა ეპატიოთ ცოდვები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება