საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • თუ მოწაფეებს, რომელთაც იესო ლერწებს ადარებს, ერთმანეთის სიყვარული ექნებათ, ეს ყველაფერს აატანინებთ, რაც წინ ელით. იესო აფრთხილებს მათ, რომ ქვეყნიერება შეიძულებთ, თუმცა მანუგეშებელ სიტყვებსაც არ იშურებს: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:18, 19).

      იესო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ მოიძულებს მათ ქვეყნიერება: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. იესო ამბობს, რომ მისი დიდებული საქმეები, ასე ვთქვათ, მსჯავრს სდებს მის მოძულეთ: „მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. იესოს მოწინააღმდეგეებს სძულთ იგი, რითაც დიდი ხნის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება (იოანე 15:21, 24, 25; ფსალმუნი 35:19; 69:4).

  • „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო თავის მოციქულებთან ერთად სადაცაა დატოვებს ზემოთა ოთახს, სადაც პასექი აღნიშნეს. მან მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა მათ, ახლა კი ეუბნება: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ“. რატომ არის ეს გაფრთხილება მეტად დროული? ის ამბობს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:1, 2).

      ამ სიტყვების მოსმენა, როგორც ჩანს, ანაღვლიანებს მოციქულებს. მართალია, იესომ უკვე უთხრა, რომ ქვეყნიერება შეიძულებდათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ არ უთქვამს, რომ მოწინააღმდეგეები მოკლავდნენ. რატომ დუმდა იესო ამ დრომდე? ის უხსნის: „თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი“ (იოანე 16:4). ახლა კი, სანამ დატოვებს, აფრთხილებს მათ. ეს შესაძლოა მოგვიანებით დაეხმაროთ, არ დაბრკოლდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება