საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სტრესი — „ჩუმი მკვლელი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [სქოლიო]

      a უმცა სტრესი გულის შეტევისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია, უმეტეს შემთხვევაში კორონარულ არტერიებს დიდ ზიანს აყენებს ათეროსკლეროზი. ამიტომ არაგონივრული იქნებოდა, თვალი დაგვეხუჭა გულის დაავადებების სიმპტომებზე იმ იმედით, რომ სტრესის შემცირება განგვკურნავდა. იხილე 1996 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვერდები 3–13.

  • სტრესი — „ჩუმი მკვლელი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • „პირველი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება მივაქციე, სიმძიმის ძალზე უსიამოვნო შეგრძნება იყო. ის მკერდის ძვლის არეში დამეწყო; სწრაფად გავრცელდა მხრების, კისრისა და ყბების არეში და გადაეცა ორივე მკლავს. თითქოს გულზე სპილოს დაებიჯებინა. ძლივს ვსუნთქავდი. ოფლმა დამასხა. ნაწლავების სპაზმი და ინტენსიური გულისრევა დამეწყო. . . მოგვიანებით, როცა საავადმყოფოში დამაწვინეს, მახსოვს, თავზარდაცემულმა ვთქვი, გულის შეტევა მაქვს-მეთქი. ამ დროს 44 წლის ვიყავი“ (From Stress to Strength).

      ამგვარად აღწერს თავის წიგნში დოქტორი რობერტ ს. ელიოტი 20-ზე მეტი წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც ის სიკვდილის პირას იყო. იმ დილით კონფერენციას დაესწრო და ლექცია ჩაატარა. უცნაურია, მაგრამ მაშინ გულის შეტევის შესახებ ისაუბრა. მოულოდნელად, დოქტორი ელიოტი, კარდიოლოგი, კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტი აღმოჩნდა. რას მიაწერს ის ამ მოულოდნელ კრიზისს? „მანადგურებდა ჩემი რეაქციები სტრესზე“a, — ამბობს დოქტორი ელიოტი.

      როგორც დოქტორ ელიოტის შემთხვევა გვიჩვენებს, სტრესმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიცოცხლეს. სინამდვილეში, შეერთებულ შტატებში სტრესს სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ. სტრესის შედეგები შეიძლება შეუმჩნევლად დაგროვდეს და შემდეგ მოულოდნელად იჩინოს თავი. ამგვარად, სამართლიანად ეწოდა სტრესს „ჩუმი მკვლელი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება