-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
დამაჯერებლად ილაპარაკე!
14. რას ნიშნავს დამაჯერებლად ლაპარაკი?
14 ღვთის სიტყვა ოსტატურად რომ გამოვიყენოთ, მხოლოდ მუხლების ციტირება არ კმარა. პავლე მოციქული ღვთის სიტყვას „დამაჯერებლად აუწყებდა“ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ (წაიკითხეთ საქმეების 19:8, 9; 28:23). დამაჯერებლად ლაპარაკი ნიშნავს ისე ილაპარაკო, რომ მსმენელი დაეთანხმოს შენს ნათქვამს. როცა ვინმე ბიბლიის ამა თუ იმ სწავლებაში რწმუნდება, ის უარყოფს ძველ შეხედულებას და ახალს იზიარებს. ამიტომ, აუცილებელია მსმენელი ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტებაში დავარწმუნოთ. ამის გაკეთება შემდეგნაირად შეიძლება.
15. როგორ უნდა მივმართოთ მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვისკენ ისე, რომ მან დააფასოს ის?
15 მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვისკენ ისე მიმართე, რომ მან დააფასოს ეს წიგნი. მუხლის წაკითხვამდე ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოცემულ საკითხზე ღვთის აზრის გაგება. მას შემდეგ, რაც მობინადრეს კითხვას დაუსვამ და მის პასუხს მოისმენ, შეგიძლია უთხრა: ვნახოთ, რას ფიქრობს ღმერთი ამაზე, ან რისი თქმა უნდა ღმერთს. თუ მუხლის წაკითხვამდე ასეთ შესავალს გააკეთებ, ხაზს გაუსვამ იმას, რომ ბიბლია ღვთისგან არის და მსმენელიც დააფასებს მას. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ისეთ ადამიანს ვუქადაგებთ, რომელსაც ღმერთის სწამს, მაგრამ ბიბლიაში არ ერკვევა (ფსალმ. 19:7—10).
16. რა არის საჭირო ბიბლიური მუხლების სათანადოდ ასახსნელად?
16 საკმარისი არ არის ბიბლიური მუხლის წაკითხვა; საჭიროა მისი ახსნაც. პავლე მსმენელებს „უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა“ იმას, რასაც ასწავლიდა (საქ. 17:3). ერთ მუხლში შეიძლება რამდენიმე აზრი იყოს, ამიტომ უნდა გამოყო ის ფრაზა ან წინადადება, რომელიც შენი მსჯელობის საგანს ეხება. ამისათვის ჯერ გაიმეორე ხაზგასასმელი სიტყვები და ფრაზები ან მსმენელს ისეთი კითხვები დაუსვი, რომ მან შეძლოს მუხლში მთავარი აზრის გამოკვეთა. მერე განუმარტე წაკითხული მონაკვეთის აზრი. ბოლოს კი დაანახვე მსმენელს, როგორ ეხება ეს მუხლი პირადად მას.
17. როგორ შეგიძლია წმინდა წერილების საფუძველზე დამაჯერებლად მსჯელობა?
17 დამაჯერებლად იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. პავლე გულითადად და ლოგიკურად „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“ (საქ. 17:2, 4). პავლეს მსგავსად, შენც ეცადე, ჩასწვდე მსმენელის გულს. დაინტერესდი მსმენელით და ტაქტიანად დასმული კითხვებით ამოხაპე ის, რაც მის გულშია (იგავ. 20:5). მოერიდე უხერხული კითხვების დასმას; იმსჯელე გასაგებად და ლოგიკურად; მოიყვანე ნათქვამის შესაბამისი მტკიცებულებები; საუბარი აუცილებლად ღვთის სიტყვაზე დააფუძნე. ჯობია მობინადრეს ერთი ბიბლიური მუხლი წაუკითხო და კარგად აუხსნა, ვიდრე ერთი მეორის მიყოლებით, რამდენიმე. დამატებითი მტკიცებულების მოშველიებაც შემატებს შენს ნათქვამს დამაჯერებლობას (იგავ. 16:23). ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს კვლევა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ზემოთ მოხსენიებულ 93 წლის ქალბატონს აინტერესებდა, რატომ იყო სულის უკვდავების შესახებ სწავლება ასე გავრცელებული. მან გაიგო, სად მიეცა დასაბამი ამ სწავლებას და როგორ გავრცელდა იგი სხვადასხვა რელიგიებში. ამ არგუმენტმა ის საბოლოოდ დაარწმუნა ბიბლიის ჭეშმარიტებაში.b
-
-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
როგორ ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა დამაჯერებლად?
▪ ისე ილაპარაკე, რომ მობინადრემ დააფასოს ბიბლია
▪ ახსენი ბიბლიური მუხლები
▪ იმსჯელე დამაჯერებლად, რათა ჩასწვდე მსმენელის გულს
-