-
გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობაგამოიღვიძეთ! — 2005 | ოქტომბერი 8
-
-
ზომიერი სმა
ზემოთ მოხსენიებული დაავადებების ჩამონათვალი, რასაც ალკოჰოლი იწვევს, სრული არ არის. ლონდონში გამომავალ ერთ–ერთ ჟურნალში 2004 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც კი ზრდის ტრავმის რისკს და 60–მდე დაავადების განვითარებას უწყობს ხელს“ (Nature). ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით, სასმელის რა რაოდენობა ითვლება ზომიერად? დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ალკოჰოლურ სასმელებს დროდადრო იღებს. ჯანმთელობის შესანარჩუნებლად მთავარი ზომიერებაა. მაგრამ რას ნიშნავს ზომიერება? უმრავლესობა თვლის, რომ ზომიერად სვამს. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ რადგან დათრობამდე არ სვამენ და არც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი, საშიშროება არ ემუქრებათ. მიუხედავად ამისა, ყოველი მეოთხე ევროპელი იმდენს სვამს, რომ უკვე ალკოჰოლიზმის სახიფათო ფორმა აღენიშნებათ.
სხვადასხვა წყარო მამაკაცებისთვის ზომიერად მიიჩნევს დღეში 20 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებას, რაც ორ სტანდარტულ ჭიქას უდრის, ხოლო ქალებისთვის — 10 გრამს ანუ ერთ ჭიქას. საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჯანდაცვის მუშაკები ზომიერად თვლიან მამაკაცებისთვის დღეში სამ ჭიქას, მანდილოსნებისთვის კი —2–ს. „აშშ–ის ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტი“ გვირჩევს, რომ „სამოცდახუთი წლის შემდეგ დღეში ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა დავლიოთ“c. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ალკოჰოლი ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ზოგჯერ მცირე ოდენობაც კი ძალიან ბევრია. მაგალითად, „ალკოჰოლის ზომიერად მიღებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათზე, რომლებსაც ემოციური მოშლილობა და ნევროზი აქვთ“, — ნათქვამია აშშ–ის კონგრესისთვის მომზადებულ ალკოჰოლსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მე–10 სპეციალურ ანგარიშში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და აღნაგობა (იხილეთ ჩარჩო „რისკის მინიმუმამდე დაყვანა“).
-
-
გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობაგამოიღვიძეთ! — 2005 | ოქტომბერი 8
-
-
[ჩარჩო 8 გვერდზე]
რისკის მინიმუმამდე დაყვანა
ქვემოთ მოცემული საშუალებები, რომლებიც ადამიანს რისკის მინიმუმამდე დაყვანაში ეხმარება, გამოაქვეყნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებულმა ფსიქიატრიულ- ნარკოლოგიურმა განყოფილებამ. რისკის მინიმუმამდე დაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე საერთოდ აღარ იარსებებს. ალკოჰოლი ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.
◼ არ დალიოთ დღეში ორ სტანდარტულ ჭიქაზე მეტიe.
◼ ეცადეთ, კვირაში ორი დღე მაინც უარი თქვათ სპირტიან სასმელებზე.
შემდეგ სიტუაციებში შესაძლოა ორი ან ერთი ჭიქაც კი ძალიან ბევრი აღმოჩნდეს:
◼ მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
◼ ფეხმძიმობის ან ძუძუს წოვების პერიოდში.
◼ ზოგიერთი წამლის მიღების პერიოდში.
◼ ზოგიერთი დაავადების დროს.
◼ თუ დალევის დროს გიჭირთ თავის გაკონტროლება.
[სქოლიო]
e ერთი სტანდარტული ჭიქა შეიცავს 10 გრამ ალკოჰოლს.
[საავტორო უფლება]
წყარო: Brief Intervention for Hazardous and Harmful Drinking.
-