-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
-
-
რა გაგებით იყო მოციქული პავლე ატაცებული „მესამე ცამდე“ და „სამოთხეში“? (2 კორ. 12:2—4).
2 კორინთელების 12:2, 3-ში პავლე მოციქული მოიხსენიებს კაცს, რომელიც „მესამე ცამდე იქნა ატაცებული“. ვინ იყო ის? კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლე აღნიშნავს, რომ ღმერთი მას ისე იყენებდა, როგორც მოციქულს (2 კორ. 11:5, 23). ის მოიხსენიებს „უფლის ზებუნებრივ ხილვებსა და გამოცხადებებს“. ამ კონტექსტში პავლეს სხვა ძმები არ მოუხსენიებია. ამიტომ, ლოგიკურია, რომ იმ კაცში, რომელსაც ხილვები და გამოცხადებები ჰქონდა, ის საკუთარ თავს გულისხმობდა (2 კორ. 12:1, 5).
ასე რომ, როგორც ჩანს, პავლე იყო ის, ვინც „მესამე ცამდე იქნა ატაცებული“ და „ატაცებულ იქნა სამოთხეში“ (2 კორ. 12:2—4). მან გამოიყენა სიტყვა „გამოცხადებები“, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მას გაუცხადდა, რა იქნებოდა მომავალში.
რა იყო „მესამე ცა“, რაც პავლემ იხილა?
ცა ბიბლიაში ხშირად ფიზიკურ ცას ნიშნავს (დაბ. 11:4; 27:28; მათ. 6:26). მაგრამ ეს სიტყვა სხვა გაგებითაც გამოიყენება. ზოგჯერ ის ადამიანთა მმართველობაზე მიუთითებს (დან. 4:20—22), ზოგჯერ კი — ღვთიურ მმართველობაზე, რომელიც, მაგალითად, ღვთის სამეფოს მეშვეობით ხორციელდება (გამოცხ. 21:1).
რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა, რომ „მესამე ცა“ იხილა? ზოგჯერ ხაზგასმის ან აზრის გაძლიერების მიზნით ბიბლია სამჯერ იმეორებს სიტყვასა თუ ფრაზას (ეს. 6:3; ეზეკ. 21:27; გამოცხ. 4:8). როგორც ჩანს, „მესამე ცის“ მოხსენიებით პავლემ ხაზი გაუსვა მესიანური სამეფოს მმართველობის აღმატებულებას, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე და 144 000 თანამმართველი უდგას (იხილეთ it „ზეცა, ცა“, ქვესათაური „ახალი ცა და ახალი დედამიწა“). როგორც მოციქულმა პეტრემ დაწერა, ღვთის დაპირებისამებრ ჩვენ ველით „ახალ ცას“ (2 პეტ. 3:13).
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
-
-
2 კორინთელების 12:2-ში მოხსენიებული „მესამე ცა“ შესაძლოა მესიანური სამეფოა, რომელსაც სათავეში უდგას იესო ქრისტე და 144 000, ანუ „ახალი ცა“ (2 პეტ. 3:13).
მესიანურ სამეფოს იმიტომ ეწოდება „მესამე ცა“, რომ მისი მმართველობა აღმატებული მმართველობაა.
-