-
„თქვენთან ერთად წამოვალთ“საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
15, 16. რას ვსწავლობთ იეჰოვას მიერ 144 000-ის შერჩევის პროცესიდან?
15 იეჰოვა ყოველთვის თავად წყვეტს, თუ როდის აირჩევს ცხებულებს (რომ. 8:28—30). იეჰოვამ ცხებულების შერჩევა იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაიწყო; როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანი სულითცხებული იყო. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ბოლო დღეების დაწყებამდე, მათი უმრავლესობა, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრებად აცხადებდნენ, ცრუქრისტიანები იყვნენ. იესომ მათ „სარეველა“ უწოდა. მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის მანძილზე იეჰოვა კვლავაც სცხებდა სულით ზოგ ერთგულ ქრისტიანს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით ცხადყოფდნენ, რომ იესოს იგავში მოხსენიებული „ხორბალი“ იყვნენ (მათ. 13:24—30). ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა კვლავაც სცხებს თავისი წმინდა სულით მათ, ვინც ცხებულთა საბოლოო რიცხვს, 144 000-ს შეავსებს.[2] და, თუკი იეჰოვა ბოლო დღეების მიწურულსაც ირჩევს ცხებულებს, იმის არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ მის სიბრძნეში ეჭვი შევიტანოთ (ეს. 45:9; დან. 4:35; წაიკითხეთ რომაელების 9:11, 16).[3] ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავემსგავსოთ იესოს იგავში მოხსენიებულ მუშებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბატონმა მათაც და მეთერთმეტე საათზე დაქირავებულ მუშებსაც ერთნაირი გასამრჯელო არგუნა (წაიკითხეთ მათეს 20:8—15).
-
-
„თქვენთან ერთად წამოვალთ“საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
[2] (მე-15 აბზაცი) მართალია, საქმეების 2:33-დან ვიგებთ, რომ იესო მონაწილეობს წმინდა სულით ცხების პროცესში, მაგრამ ცხებულები ზეციურ მოწოდებას უშუალოდ იეჰოვასგან იღებენ.
-