საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • b რასაკვირველია, მრავალი სხვა სიტყვის მსგავსად, რომლებსაც ძალიან ფართო გამოყენება აქვთ, სიტყვა „ნეფეშის“ მნიშვნელობასაც სხვა ნიუანსები აქვს. მაგალითად, ის შეიძლება მიუთითებდეს შინაგან პიროვნებაზე, განსაკუთრებით კი ღრმა გრძნობების შემთხვევაში (პირველი მეფეთა 18:1). ის შეიძლება ასევე ადამიანის, როგორც სულის, სიცოცხლეზე მიუთითებდეს (მესამე მეფეთა 17:21–23).

  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არა. ბიბლიის პირველივე წიგნი, „დაბადება“, გვატყობინებს, რომ სული არ არის რაღაც, რაც შენ გაქვს, არამედ არის ის, რაც შენ ხარ. ადამის, პირველი ადამიანის, შექმნის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ: „იქმნა კაცი სულად ცხოველად“ (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). აქ სულისთვის გამოყენებული ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ 700-ზე გაცილებით მეტჯერ ჩნდება ებრაულ წერილებში და არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა ადამიანისგან განცალკევებული, ეთეროვანი, სულიერი ნაწილის გაგებას. პირიქით, სული არის ხელშესახები, რეალური და ფიზიკური.

      მოძებნე მომდევნო მოყვანილი მუხლები ბიბლიის საკუთარ ეგზემპლარში, რადგან ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ თითოეულში არის გამოყენებული. ეს მუხლები ნათლად აჩვენებენ, რომ სული შეიძლება ხიფათს, საშიშროებას შეხვდეს და შეიძლება მოიტაცონ კიდეც (მეორე რჯული 24:7; მსაჯულნი 9:17, ძვო; პირველი მეფეთა 19:11, ძვო); სულს შეუძლია შეეხოს საგნებს (იობი 6:7, ძვო); შეიძლება შებორკილი იყოს (ფსალმუნი 104:18); შიოდეს, მარხვით იყოს დაძაბუნებული და შიმშილისა და წყურვილისგან შეღონებული; ის შეიძლება დაიტანჯოს დამაუძლურებელი დაავადებისგან ან დარდით გამოწვეული უძილობისგანაც კი (მეორე რჯული 12:20; ფსალმუნი 34:13; 68:11; 105:15; 106:9; 118:28). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან შენი სული შენ ხარ, თვით შენი არსება, შენმა სულმა შეიძლება განიცადოს ყველაფერი, რასაც შენ განიცდიb.

  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • არ არის გასაკვირი, რომ ენციკლოპედია „ამერიკანა“ (The Encyclopedia Americana) ებრაულ წერილებში მოხსენიებული სულის შესახებ ამბობს: „ადამიანის შესახებ საერთო წარმოდგენა, რომელსაც ძველი აღთქმა გვაძლევს, მიუთითებს ერთიანობაზე და არა სულისა და სხეულის შეერთებაზე“. ის ამატებს: «„ნეფეში“. . . არასდროს იძლეოდა სხეულისგან განცალკევებით მოქმედი სუბსტანციის გაგებას».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება