-
როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ ნებისმიერი სულიერი სისუსტესაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
-
-
გაიხსენე, რომ სულიერ საჭურველში შედის ჩვენი გულის დამცავი „სიმართლის ჯავშანი“ და „ხსნის ჩაჩქანი“, რომელიც ჩვენს გონებას იცავს. ჩვენი გამარჯვება თუ დამარცხება შეიძლება მათ ეფექტურ გამოყენებაზე იყოს დამოკიდებული (ეფესელთა 6:14–17; იგავნი 4:23; რომაელთა 12:2).
-
-
როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ ნებისმიერი სულიერი სისუსტესაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
-
-
„ხსნის ჩაჩქანი“ კი გვეხმარება, ნათლად გვახსოვდეს მომავალი კურთხევები, რომ ამ წუთისოფლის ბრწყინვალებამა და მომხიბვლელობამ ვერ აგვაცდინოს სწორ გზას (ებრაელთა 12:2, 3 აქ; 1 იოანე 2:16). ასეთი აზროვნება დაგვეხმარება სულიერი ინტერესები მატერიალურ და პირად მიზნებზე წინ დავაყენოთ (მათე 6:33). ამიტომ იმაში დასარწმუნებლად, რომ „ხსნის ჩაჩქანი“ გვახურავს, საკუთარ თავს გულწრფელად უნდა დავუსვათ კითხვები: „რისკენ მივისწრაფი ცხოვრებაში? მაქვს კონკრეტული სულიერი მიზნები? რას ვაკეთებ მათ მისაღწევად?“ მიუხედავად იმისა, სულით ცხებულებს მივეკუთვნებით თუ ‘უამრავ ხალხს’, უნდა მივბაძოთ პავლეს, რომელმაც თქვა: „არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ“ (გამოცხადება 7:9; ფილიპელთა 3:13, 14).
-