-
კურთხეული ვიყავი „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
-
-
1948 წლის დასაწყისში მალავიში მსოფლიოს მთავარი სამმართველოდან (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) პირველად ჩამოვიდნენ ნეითან ნორი და მილტონ ჰენშელი. მათმა სტუმრობამ სურვილი გამიჩინა, რომ იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა. დღემდე მახსოვს ამ ძმების მიერ წარმოთქმული გამამხნევებელი აზრები. ძმა ნორმა შესანიშნავი მოხსენება წაგვიკითხა — „ყველა ერის მარადიული მმართველი“. მოხსენებას სულგანაბული ვისმენდით ატალახებულ მინდორზე შეკრებილი 6 000-მდე ადამიანი.
-
-
კურთხეული ვიყავი „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
-
-
მომდევნო წელს ძმა ჰენშელი კვლავ ჩამოვიდა მალავიში. მისი ვიზიტის დროს ქალაქ ბლანტაირის შემოგარენში სპეციალური კონგრესი ჩატარდა, რომელსაც დაახლოებით 10 000 ადამიანი დაესწრო. ამ კონგრესმა გაგვამხნევა და მოახლოებული სირთულეების ასატანად ძალა შეგვმატა.
-