საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 20. რა დაემართათ დანიელის მტრებს?

      20 დანიელი უვნებელი იყო, ამიტომაც დარიოსს შეეძლო ახლა სხვა საქმე მოეგვარებინა. „მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს“d (დანიელი 6:25).

      21. რა დიდი განსხვავება იყო მოსეს რჯულსა და ძველი მსოფლიოს ზოგი ქვეყნის კანონებს შორის დამნაშავის ოჯახის წევრების დასჯასთან დაკავშირებით?

      21 შეთქმულების მონაწილეებთან ერთად მათი ცოლ- შვილის სიკვდილით დასჯა შეიძლება უკიდურესი სიმკაცრის გამოვლენად ჩაითვალოს. წინასწარმეტყველ მოსეს საშუალებით ღვთისგან თავისი ხალხისთვის მიცემულ რჯულში სრულიად განსხვავებული რამ იყო ნათქვამი: „არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას“ (მეორე რჯული 24:16). მაგრამ ძველად ზოგ ქვეყანაში სასტიკ დამნაშავესთან ერთად, ჩვეულებრივ, მისი ოჯახის წევრებიც ისჯებოდნენ. შესაძლოა იმ მიზნით, რომ დამნაშავის ოჯახის წევრებს შური არ ეძიათ. მაგრამ მთავრებისა და სატრაპების ოჯახების ამოწყვეტა ნამდვილად არ ყოფილა დანიელის სურვილი. ის დამწუხრებულიც კი იქნებოდა, რომ ამ კაცებმა თავიანთი ბოროტებით ოჯახებსაც უბედურება დაატეხეს თავს.

  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • d სიტყვა „აბეზღებდნენ“ ნათარგმნია არამეული სიტყვიდან, რომელიც შეიძლება „ცილისწამებასაც“ ნიშნავდეს. ეს სიტყვა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დანიელის მტრებს ბოროტი განზრახვა ჰქონდათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება