-
ლომების ხახიდან დახსნილი!ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
3, 4. რატომ სცემდა პატივს დარიოსი დანიელს და რა საქმე ჩააბარა მას?
3 რა პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა დანიელს ახალ სტრუქტურაში? დაითხოვდა დარიოს მიდიელი სამსახურიდან ამ ასაკოვან, 90 წელს გადაცილებულ, ებრაელ წინასწარმეტყველს? არავითარ შემთხვევაში! მეფემ იცოდა, რომ დანიელმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბაბილონის დაცემა და მას ისიც ესმოდა, რომ ამგვარ წინასწარმეტყველებას ზებუნებრივი სიბრძნე სჭირდებოდა. გარდა ამისა, დანიელს ბაბილონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ტყვეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. დარიოსს კი სურდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა ახლად დაპყრობილ ხალხთან. ამიტომაც მას დიდი სურვილი ექნებოდა, გვერდში ისეთი სიბრძნისა და გამოცდილების მქონე კაცი ჰყოლოდა, როგორიც დანიელი იყო. რა საქმეს ჩააბარებდა მას?
4 დარიოსს იუდაელი ტყვე სატრაპადაც რომ დაენიშნა, ისიც კი განსაცვიფრებელი იქნებოდა. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რამხელა აურზაურს გამოიწვევდა დარიოსის სიტყვები, როდესაც განაცხადებდა, რომ დანიელი ორ სხვასთან ერთად სატრაპების მთავრად დაინიშნა!
-