საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • ამიტომაც ისინი პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ და მეფეს მოახსენეს: „სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული“a (დანიელი 6:7, 8).

      8. ა) რატომ უნდა მოსწონებოდა დარიოსს მთავრებისა და სატრაპების წინადადება? ბ) რით იყვნენ დაინტერესებული მთავრები და სატრაპები?

      8 ისტორიული ცნობები ადასტურებს, რომ მესოპოტამიაში მიღებული იყო მეფის ღმერთივით განდიდება და თაყვანისცემა. ამიტომაც დარიოსს, უეჭველად, ესიამოვნებოდა ეს წინადადება. ის, ალბათ, მასში სასარგებლო მხარესაც ხედავდა. დარიოსი ხომ ბაბილონში მცხოვრებთათვის უცხოტომელი და ახალი მეფე იყო. ეს ახალი კანონი კი განამტკიცებდა მის პოზიციებს და ბაბილონის მთელ მოსახლეობას აღძრავდა, ერთგულება გამოემჟღავნებინა და მხარი დაეჭირა ახალი მმართველისთვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მთავრები და სატრაპები დადგენილების მიღებისას სულაც არ იყვნენ ამით დაინტერესებული. ისინი მხოლოდ დანიელის მახეში გაბმას ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თავისი ქორედის ღია სარკმლების წინ ის, ჩვეულებრივ, დღეში სამჯერ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს.

      9. რატომ არ შეუქმნიდა ახალი კანონი პრობლემებს ბაბილონში მცხოვრებ არაებრაელთა უმრავლესობას?

      9 შეუქმნიდა ეს აკრძალვა პრობლემებს სხვა რელიგიის მიმდევარ ბაბილონის მცხოვრებლებს? ალბათ არა, რადგან აკრძალვა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, არაებრაელები ადამიანის თაყვანისცემას არ თვლიდნენ თავიანთი ღმერთების ღალატად. ბიბლიის ერთი მკვლევარი აღნიშნავს: „მეფის თაყვანისცემა სრულიადაც არ იყო უცხო კერპთაყვანისმცემელი ხალხისთვის; ამიტომაც ბაბილონელები უსიტყვოდ დაემორჩილნენ ბრძანებას, რომ ღვთის კუთვნილი პატივი დამპყრობლისთვის — დარიოს მიდიელისთვის — მიეგოთ. ასეთი ბრძანებით მხოლოდ ებრაელები იყვნენ აღშფოთებული“.

  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • a ბაბილონში „ლომების ხაროს“ არსებობას ძველი წარწერებიც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ აღმოსავლელ მეფეებს ხშირად სამხეცეები ჰქონდათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება