საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის წინასწარმეტყველს სინათლე მოაქვს კაცობრიობისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • რამდენი „ესაია“?

      7. როგორ და რატომ მიიჩნია საეჭვოდ ბევრმა მკვლევარმა ესაიას წიგნის დამწერის ვინაობა?

      7 წინასწარმეტყველება ის ერთ-ერთი საკითხია, რის გამოც ბევრმა მკვლევარმა საეჭვოდ მიიჩნია ესაიას წიგნის დამწერის ვინაობა. კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ წიგნის ბოლო ნაწილი უნდა დაეწერა ვიღაც სხვას, ვინც ძვ. წ. VI საუკუნეში — ბაბილონის ტყვეობის პერიოდში — ან მოგვიანებით ცხოვრობდა. ისინი ამბობენ, რომ იუდას გაუკაცრიელების შესახებ წინასწარმეტყველებებში მხოლოდ უკვე მომხდარი მოვლენებია აღწერილი და, სინამდვილეში, ისინი სულაც არ არის წინასწარმეტყველებები. კრიტიკოსები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მე-40 თავის შემდეგ ესაიას წიგნი ბაბილონს მსოფლიო მპყრობლად მოიხსენიებს, რომლის ტყვეობაშიც არიან ისრაელები. ამიტომაც ისინი ფიქრობენ, რომ, ვინც უნდა ყოფილიყო ესაიას წიგნის დამწერი, მას იმ დროს — ძვ. წ. VI საუკუნეში — უნდა ეცხოვრა. არის თუ არა ნამდვილად საფუძვლიანი ასეთი მსჯელობა? სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ — არა!

      8. პირველად როდის გაჩნდა და როგორ გავრცელდა ეჭვი ესაიას წიგნის დამწერთან დაკავშირებით?

      8 ახ. წ. XII საუკუნემდე ესაიას წიგნის დამწერის ვინაობა სადავო არ იყო. საკითხი პირველად ებრაელმა კომენტატორმა, აბრაჰამ იბნ ეზრამ, წამოჭრა. «ესაიას წიგნის შესახებ თავის კომენტარებში, — ნათქვამია „იუდაურ ენციკლოპედიაში“, — [აბრაჰამ იბნ ეზრა] ამბობს, რომ წიგნის მეორე ნაწილი, მე-40 თავიდან, ბაბილონის ტყვეობის დროს ან სიონში დაბრუნების ადრეულ პერიოდში მცხოვრებ წინასწარმეტყველს უნდა დაეწერა». XVIII—XIX საუკუნეებში მრავალმა მკვლევარმა გაიზიარა იბნ ეზრას შეხედულებები, მათ შორის გერმანელმა თეოლოგმა იოჰან კრისტოფ დედერლაინმაც, რომელმაც 1775 და 1789 წლებში (მეორე გამოცემა) ესაიას წიგნზე დართული განმარტებები გამოაქვეყნა. ერთ რელიგიურ ნაშრომში აღნიშნულია: „უკიდურესად კონსერვატიული მკვლევარების გარდა, დღეს ყველა იზიარებს დედერლაინის აზრს... რომ ესაიას წიგნის 40—66 თავებში მოცემული წინასწარმეტყველებები არ წარმოუთქვამს მერვე საუკუნეში მცხოვრებ ესაია წინასწარმეტყველს, არამედ მოგვიანებით იქნა წარმოთქმული“ (New Century Bible Commentary).

      9. ა) როგორ დაანაწევრეს მკვლევარებმა ესაიას წიგნი? ბ) როგორ აჯამებს ბიბლიის ერთი კომენტატორი აზრთა სხვაობას ესაიას წიგნის დამწერის ვინაობის თაობაზე?

      9 მას შემდეგ მკვლევარები ესაიას წიგნის დამწერის ვინაობაზე არაერთხელ დაეჭვებულან. მეორე ესაიასთან დაკავშირებულმა თეორიამ წამოჭრა აზრი მესამე მწერლის არსებობის შესახებa. მოგვიანებით, ესაიას წიგნი უფრო მეტად დანაწევრდა. ერთმა მკვლევარმა მე-15 და მე-16 თავები უცნობ წინასწარმეტყველს მიაწერა, სხვამ კი 23—27 თავების დამწერის ვინაობასთან დაკავშირებით წამოჭრა საკითხი. ერთმა მკვლევარმა კი აზრი გამოთქვა, რომ ესაიას არც 34-ე და 35-ე თავები უნდა დაეწერა. რატომ? იმის გამო, რომ ეს თავები ძლიერ ჰგავს 40—66 თავებს, რომლებიც არა ძვ. წ. VIII საუკუნეში მცხოვრები ესაიასთვის, არამედ ვიღაც სხვისთვის ჰქონდათ მიკუთვნებული! ბიბლიის კომენტატორი ჩარლზ ტორი მოკლედ აჯამებს ამ მიმართულებით განვითარებული მსჯელობის შედეგებს. «ერთ დროს დიდებული „ტყვეთა წინასწარმეტყველი“, — ამბობს ის, — უმნიშვნელო ფიგურად არის ქცეული და თითქოს ფრაგმენტების გროვაშია ჩამარხული». მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა მკვლევარი არ არის ესაიას წიგნის ასეთი დანაწევრების მომხრე.

  • ღვთის წინასწარმეტყველს სინათლე მოაქვს კაცობრიობისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • a ნავარაუდევ მესამე მწერალს, რომელსაც 56—66 თავებს მიაწერენ, მკვლევარები მესამე ესაიად იხსენიებენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება