საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
    • შეხედულებები იესოს შესახებ

      დღეს იგივე შეკითხვას იესო ასე დასვამდა: „რას ამბობენ სწავლულები ჩემზე, ვინა ვარ?“ და კვლავ, პასუხები შეიძლება ასე შეჯამდეს: არსებობს ბევრი განსხვავებული შეხედულება. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერის დევიდ ტრესის განმარტებით სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ იესოს შესახებ და იმას, რასაც იესო აკეთებდა ან ამბობდა, თავისებურ ინტერპრეტაციებს უკეთებენ. გასულ საუკუნეში სწავლულები ცდილობდნენ, გაეგოთ, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო და ამ საკითხის გასარკვევად მათ სოციოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ლიტერატურის მრავალ დარგს მიმართეს. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი?

      ზოგი სწავლული კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ისტორიული იესო — ესქატოლოგი, ებრაელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ისინი თავს იკავებენ იმისგან, რომ მას ღვთის ძე, მესია და მხსნელი უწოდონ. უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს იესოს ზეციურ წარმოშობასა და აღდგომასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ცნობებს. სხვებისთვის იესო ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომლის სამაგალითო ცხოვრებამ და სწავლებამ ხელი შეუწყო რამდენიმე მოძღვრების ჩამოყალიბებას, რომლებიც საბოლოოდ ქრისტიანობაში გაერთიანდა. და როგორც ჟურნალი, „თეოლოგია დღეს“, ამბობს: სხვებს კი იესო მიაჩნიათ „ცინიკოსად, მოხეტიალე ბრძენკაცად ან მისტიკოს გლეხად; ხალხის ორგანიზატორად, თვითნება პოეტად, რომელიც აკრიტიკებს საზოგადოებრივ წყობას, ან გაქნილ პროვოკატორად, რომელიც ავრცელებს თავის აზრებს პალესტინის მშფოთვარე, გაღატაკებულ და მიყრუებულ სოფლებში და ადვილად აქცევს მოსახლეობას თავისი გავლენის ქვეშ“.

  • იესო სინამდვილეში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
    • საფუძვლიანია ეჭვები?

      მაგრამ შეგვიძლია, რომ ნამდვილად ვენდოთ სახარებებში აღწერილ იესოს სახეს? გვიხატავენ ისინი იესოს ნამდვილ პორტრეტს? მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის აწ განსვენებულმა პროფესორმა ბიბლიის კრიტიკისა და განმარტების დარგში, ფრედრიკ ბრუსმა, თქვა: «სინამდვილეში, შეუძლებელია, ისტორიული არგუმენტებით დაამტკიცო უძველესი წერილობითი ძეგლის ყველა დეტალის ჭეშმარიტება, იქნება ეს ბიბლიური თუ არაბიბლიური. საკმარისია, გქონდეს კარგად დასაბუთებული ნდობა მწერლის უტყუარობაში; თუ ეს ნდობა დასაბუთებულია, მის მიერ დაწერილი დეტალების უტყუარობაც თავისთავად ცხადია...ის რომ ქრისტიანები ახალ აღთქმას „წმინდა“ ლიტერატურად მიიჩნევენ, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის ისტორიულად ნაკლებად სანდოდ ჩავთვალოთ».

      სახარებებში იესოს შესახებ მოცემული იმ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, რომლებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, ჩრდილოეთი დაკოტის (აშშ), ჯეიმზტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა რელიგიის დარგში ჯეიმზ ედვარდმა დაწერა: „შეგვიძლია მთელი დამაჯერებლობით დავამტკიცოთ, რომ სახარებები ინარჩუნებს იესოს შესახებ ჭეშმარიტების მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ფაქტებს...ყველაზე ლოგიკური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ წარმოგვიდგენენ სახარებები იესოს ასეთად, ის არის, რომ იესო სინამდვილეში ასეთი იყო. სახარებებში მოწაფეებმა ზუსტად ასახეს იესოს ვინაობა, რომ ის ჭეშმარიტად ღვთისგან იყო მოვლინებული და მისი ძე და მსახური იყო“.a

      იესოს ძიებაში

      რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ არსებულ არაბიბლიურ წყაროებზე? როგორ შეაფასეს ისინი? ტაციტუსს, სვეტონიუსს, იოსებ ფლავიუსს, პლინიუს უმცროსსა და სხვა კლასიკოს მწერლებს არაერთხელ აქვთ მოხსენიებული იესო ნაშრომებში. ახალი ბრიტანული ენციკლოპედია მათ შესახებ ამბობს: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეს წყაროები ადასტურებს, რომ ძველ დროში ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებიც კი არასოდეს დაეჭვებულან, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო, რაზეც პირველად საკმარისი მტკიცებების გარეშე კამათობდნენ მე-18 საუკუნის მიწურულს, მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში“.

      სამწუხაროდ, თანამედროვე სწავლულები „ნამდვილი“ ან „ისტორიული“ იესოს ძიებაში, როგორც ჩანს, მის ვინაობას უსაფუძვლო ჰიპოთეზების, ფუჭი ეჭვებისა და დაუსაბუთებელი თეორიების უკან მალავენ. გარკვეულწილად, ისინი არიან დამნაშავენი მითების შეთხზვაში, რაშიც ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ სახარებების მწერლებს. ზოგი ისე ძლიერ ისწრაფვის პოპულარობის მოხვეჭისკენ და სურს, თავისი სახელი დაარქვას ახალ სენსაციურ თეორიას, რომ გულრწფელად აღარ ამოწმებს ფაქტებს იესოს შესახებ. თანდათანობით ისინი ქმნიან „იესოს“, რომელიც სწავლულების ფანტაზიის ნაყოფია.

      მათ, ვისაც იესოს ნამდვილი ვინაობის გაგება სურს, ბიბლიას უნდა მიმართონ. ემრის უნივერსიტეტისა და ქანდლერის თეოლოგიის სკოლის პროფესორი, ლუკ ჯონსონი, რომელიც ახალ აღთქმასა და ქრისტიანულ საწყისებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ისტორიული იესოს შესახებ მასალის ძიებისას ბიბლიურ ფაქტებს არ ითვალისწინებენ. ის ამბობს, რომ შეიძლება საინტერესო იყოს იესოს ცხოვრებისა და ეპოქის შესახებ სოციალური, პოლიტიკური, ანტროპოლოგიური და კულტურული კონტექსტების გამოკვლევა. თუმცა ის ამატებს, რომ „ისტორიული იესოს აღმოჩენა“, როგორც ამას სწავლულები უწოდებენ, „შორსაა ბიბლიის თემიდან“, რომელიც „უფრო მეტადაა დაინტერესებული იესოს პიროვნების აღწერით, მისი ცნობით და გამომსყიდველური მსხვერპლით“.

  • იესო სინამდვილეში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
    • [ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

      რა თქვეს სხვებმა

      „იესო ნაზარეველი მთელ მსოფლიოში ყველაზე უძლიერეს მასწავლებლად მიმაჩნია... ინდუსებს ვეტყოდი, რომ მათ ცხოვრებას ბევრი რამ დააკლდება, თუ მოკრძალებით არ გამოიკვლევენ იესოს სწავლებებს“, — მოჰანდას განდი (The Message of Jesus Christ).

      „პიროვნება, რომელიც ასეთი ორიგინალურია, ჩამოყალიბებულია, რომელშიც არ არის არანაირი შეუთავსებლობა, სრულყოფილია, ასეთი ადამიანურია და მაინც ყველა ადამიანზე ასე მაღლა დგას, შეუძლებელია თვითმარქვია ან გამონაგონი ყოფილიყო... იესოზე უდიდესს უნდა ეარსება, იესო რომ გამოეგონებინათ“. — ფილიპ შაფი („ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“).

      „სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ერთი თაობის რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონებინა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ესოდენ მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა შორის ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობის არსებობა“, — უილ დიურანტი („კეისარი და ქრისტე“).

      „თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად არსებობდა ხალხი, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ ამა თუ იმ რელიგიის დაფუძნებას, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მთელ დედამიწაზე გავრცელებული რელიგიური მოძრაობა გამოეწვია არარსებულ, გამოგონილ პიროვნებას, რომელიც თითქოსდა ხალხის მისატყუებელი საშუალება იყო“, — გრეგ ისტერბრუკი (Beside Still Waters).

      „როგორც ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა იყოს, სახარებები ლეგენდები მაინც არ არის. ისინი არ არის იმდენად შელამაზებული, როგორც ეს ლეგენდების შემთხვევაში უნდა იყოს... იესოს ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩვენთვის უცნობია; არც ერთი ლეგენდის შემთხზველი კი ამას არ დაუშვებდა“ — კლივ ლუისი (God in the Dock).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება