-
იესო სინამდვილეშისაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
-
-
საფუძვლიანია ეჭვები?
მაგრამ შეგვიძლია, რომ ნამდვილად ვენდოთ სახარებებში აღწერილ იესოს სახეს? გვიხატავენ ისინი იესოს ნამდვილ პორტრეტს? მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის აწ განსვენებულმა პროფესორმა ბიბლიის კრიტიკისა და განმარტების დარგში, ფრედრიკ ბრუსმა, თქვა: «სინამდვილეში, შეუძლებელია, ისტორიული არგუმენტებით დაამტკიცო უძველესი წერილობითი ძეგლის ყველა დეტალის ჭეშმარიტება, იქნება ეს ბიბლიური თუ არაბიბლიური. საკმარისია, გქონდეს კარგად დასაბუთებული ნდობა მწერლის უტყუარობაში; თუ ეს ნდობა დასაბუთებულია, მის მიერ დაწერილი დეტალების უტყუარობაც თავისთავად ცხადია...ის რომ ქრისტიანები ახალ აღთქმას „წმინდა“ ლიტერატურად მიიჩნევენ, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის ისტორიულად ნაკლებად სანდოდ ჩავთვალოთ».
სახარებებში იესოს შესახებ მოცემული იმ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, რომლებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, ჩრდილოეთი დაკოტის (აშშ), ჯეიმზტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა რელიგიის დარგში ჯეიმზ ედვარდმა დაწერა: „შეგვიძლია მთელი დამაჯერებლობით დავამტკიცოთ, რომ სახარებები ინარჩუნებს იესოს შესახებ ჭეშმარიტების მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ფაქტებს...ყველაზე ლოგიკური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ წარმოგვიდგენენ სახარებები იესოს ასეთად, ის არის, რომ იესო სინამდვილეში ასეთი იყო. სახარებებში მოწაფეებმა ზუსტად ასახეს იესოს ვინაობა, რომ ის ჭეშმარიტად ღვთისგან იყო მოვლინებული და მისი ძე და მსახური იყო“.a
-
-
იესო სინამდვილეშისაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 დეკემბერი
-
-
„პიროვნება, რომელიც ასეთი ორიგინალურია, ჩამოყალიბებულია, რომელშიც არ არის არანაირი შეუთავსებლობა, სრულყოფილია, ასეთი ადამიანურია და მაინც ყველა ადამიანზე ასე მაღლა დგას, შეუძლებელია თვითმარქვია ან გამონაგონი ყოფილიყო... იესოზე უდიდესს უნდა ეარსება, იესო რომ გამოეგონებინათ“. — ფილიპ შაფი („ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“).
„სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ერთი თაობის რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონებინა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ესოდენ მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა შორის ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობის არსებობა“, — უილ დიურანტი („კეისარი და ქრისტე“).
„თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად არსებობდა ხალხი, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ ამა თუ იმ რელიგიის დაფუძნებას, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მთელ დედამიწაზე გავრცელებული რელიგიური მოძრაობა გამოეწვია არარსებულ, გამოგონილ პიროვნებას, რომელიც თითქოსდა ხალხის მისატყუებელი საშუალება იყო“, — გრეგ ისტერბრუკი (Beside Still Waters).
„როგორც ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა იყოს, სახარებები ლეგენდები მაინც არ არის. ისინი არ არის იმდენად შელამაზებული, როგორც ეს ლეგენდების შემთხვევაში უნდა იყოს... იესოს ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩვენთვის უცნობია; არც ერთი ლეგენდის შემთხზველი კი ამას არ დაუშვებდა“ — კლივ ლუისი (God in the Dock).
-