-
სახარებები — ისტორია თუ მითი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 მაისი
-
-
თავის წიგნში „კეისარი და ქრისტე“ უილ დიურანტი წერს: „სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი იქნებოდა . . . რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ესოდენ მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა შორის ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობის არსებობა. იესოს ცხოვრების, ხასიათისა და სწავლების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები ორი საუკუნის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში გამოვლის შემდეგაც კი საკმაოდ ნათელი რჩება და დასავლეთელი ადამიანის ისტორიაში ყველაზე მიმზიდველ სახეს ქმნის“.
-
-
სახარებები — ისტორია თუ მითი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 მაისი
-
-
ისტორიკოსი დიურანტი ცდილობდა, სახარების ცნობებს სუფთა ობიექტური კუთხით, როგორც ისტორიულ დოკუმენტებს, ისე მისდგომოდა. თუმცა ის ამბობს, რომ მათში არის ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობა, მაინც შემდეგ დასკვნას აკეთებს: „შეინიშნება წვრილმანი [უმნიშვნელო] და არა არსებითი წინააღმდეგობრიობები; ძირითადად, სახარებები საკმაოდ ურთიერთშეთანხმებულია და მათში თანამიმდევრულად იკვეთება ქრისტეს პიროვნება“.
-
-
სახარებები — ისტორია თუ მითი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 მაისი
-
-
რა შეიძლება ითქვას ბიბლიის კრიტიკოსების განაცხადზე იმასთან დაკავშირებით, რომ სახარებები რეალური ისტორიის კრიტერიუმებს არ შეესაბამება? დიურანტი განაგრძობს: „ბიბლიის კრიტიკოსები თავიანთმა აღმოჩენებმა იმდენად აანთო და იმდენად ჩაკირკიტებით ამოწმებდნენ ახალ აღთქმას, რომ მსგავსი შემოწმების შედეგად ძველი დროის მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მაგალითად, ჰამურაბი, დავითი, სოკრატე, შეიძლებოდა ლეგენდარულ პიროვნებებად ჩათვლილიყვნენ. წინასწარ შექმნილი აზრებისა და თეოლოგიური შეხედულებების მიუხედავად, მახარებლებმა აღწერეს მრავალი შემთხვევა, რომლებსაც ამბის შემთხზველები დამალავდნენ; ესენია: მოციქულებს შორის სამეფოში ადგილთან დაკავშირებით კამათი, იესოს დაპატიმრების შემდეგ მათი გაქცევა, პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფა . . . ამ ცნობების წამკითხველთაგან არავის არავითარი ეჭვი არ დაებადება ზემოხსენებული პიროვნებების რეალობასთან დაკავშირებით“.
-