-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
-
-
საიდან მოიტანეს ისრაელებმა მღვდელმთავრის სამკერდეზე დამაგრებული ძვირფასი ქვები?
▪ მას შემდეგ, რაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა და უდაბნოში დაეხეტებოდა, ღმერთმა უბრძანა მათ, რომ გაეკეთებინათ სამკერდე (გამოსვლა 28:15—21). ამ სამკერდეზე დამაგრებული იყო ისეთი ძვირფასი ქვები, როგორიცაა: ლალი, ტოპაზი, ზურმუხტი, ფირუზი, საფირონი, იასპი, ლეშემი, აქატი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი.a საიდან მოიტანეს ისრაელებმა ასეთი ძვირფასი ქვები?
ბიბლიურ დროში ძვირფასი ქვები ძალიან ფასობდა. ამ ქვებით ვაჭრობდნენ კიდეც. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ძვირფასი ქვები დღევანდელი ირანის, ავღანეთისა და შესაძლოა ინდოეთის ტერიტორიიდანაც კი ჩაჰქონდათ. თავად ეგვიპტეშიც მოიპოვებოდა სხვადასხვა ძვირფასი ქვა. ეგვიპტელი ფარაონების ხაზინაში მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მოპოვებული ძვირფასი ქვებიც შედიოდა. იობმა აღწერა, როგორ მოიპოვებდნენ მისი თანამედროვენი მიწის წიაღიდან ძვირფას მადნეულს. იგი ძვირფასი ქვებიდან საფირონსა და ტოპაზს მოიხსენიებს (იობი 28:1—11, 19).
წიგნ „გამოსვლაში“ ნათქვამია, რომ ისრაელებმა „გაძარცვეს . . . ეგვიპტელები“ და მათი ქვეყნიდან ძვირფასეულობა წამოიღეს (გამოსვლა 12:35, 36). ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ისრაელებს მღვდელმთავრის სამკერდეზე სწორედ ეგვიპტიდან წამოღებული ძვირფასი ქვები დაემაგრებინათ.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
-
-
a რთულია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა სახელებით იწოდება დღეს ეს ძვირფასი ქვები.
-