საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 53 გვ. 128
  • გაბედული იეჰოიადა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გაბედული იეჰოიადა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოიადა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • განივითარეთ ღვთის შიში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ათალია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 53 გვ. 128
უფროსი მღვდელი იეჰოიადა ხალხს მეფე იეჰოაშს წარუდგენს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 53

გაბედული იეჰოიადა

იზებელს ჰყავდა ქალიშვილი, სახელად ათალია, რომელიც დედამისივით ბოროტი იყო. ათალია იუდას მეფეზე იყო დაქორწინებული. ქმრის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი გამეფდა, მაგრამ მალე ისიც მოკვდა. ამის შემდეგ ათალიამ თავი დედოფლად გამოაცხადა და გაანადგურა სამეფო შთამომავლობა, აგრეთვე ყველა, ვინც მას შეიძლებოდა მეფობაში შესცილებოდა, საკუთარი შვილიშვილებიც კი. ყველას ეშინოდა მისი.

მღვდელმთავარმა იეჰოიადამ და მისმა ცოლმა იეჰოშებამ იცოდნენ, რომ, რასაც ათალია აკეთებდა, დიდი ბოროტება იყო. მათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, როცა ათალიას ერთ-ერთი შვილიშვილი, პატარა იეჰოაში გადამალეს. შემდეგ კი ისინი ბავშვს ტაძარში ზრდიდნენ.

როცა იეჰოაშს შვიდი წელი შეუსრულდა, იეჰოიადამ შეკრიბა ყველა თავკაცი და ლევიანი და უთხრა: დადექით ტაძრის ყველა კართან და არავინ შემოუშვათ შიგნით. შემდეგ იეჰოიადამ იეჰოაში იუდას მეფედ სცხო და თავზე გვირგვინი დაადგა. გახარებული იუდეველები გაჰყვიროდნენ: „დღეგრძელი იყოს მეფე!“.

დედოფალი ათალია ყვირის.

დედოფალ ათალიას ხმაური შემოესმა და სასწრაფოდ ტაძრისკენ გაიქცა. ახალი მეფე რომ დაინახა, დაიყვირა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“. თავკაცებმა ხელი სტაცეს ბოროტ დედოფალს, ცოტა მოშორებით გაიყვანეს და მოკლეს. მაგრამ რის თქმა შეიძლება თავად ერზე, რომელიც ამ ბოროტი ქალის ზეგავლენაში იყო მოქცეული?

მღვდელ იეჰოიადას დახმარებით მათ შეთანხმება დაუდეს იეჰოვას, რომ მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს. იეჰოიადამ დაანგრია ბაალის ტაძარი და დაამსხვრია კერპები. ტაძარში მსახურების შესასრულებლად მან მღვდლები და ლევიანები დანიშნა, რათა ხალხს კვლავ იქ ეცა იეჰოვასთვის თაყვანი. მან ტაძართან დააყენა მცველები, რომ არცერთი გაუწმინდურებული არ შესულიყო შიგნით. შემდეგ იეჰოიადამ და მთავრებმა იეჰოაში სასახლეში გადაიყვანეს და სამეფო ტახტზე დასვეს. იუდეველებმა ძალიან გაიხარეს, რადგან უკვე შეეძლოთ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი. როგორც იქნა, მათ თავი დააღწიეს ბოროტ დედოფალს და გათავისუფლდნენ ბაალის თაყვანისმცემლობისგან. ხედავ, იეჰოიადას გაბედულებამ რამდენ ადამიანს მოუტანა სიკეთე?!

„ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის მოსპობაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28).

კითხვები: როგორ გამოავლინა გაბედულება იეჰოიადამ? როგორ ფიქრობ, შენც დაგეხმარება იეჰოვა, რომ გაბედული იყო?

2 მეფეები 11:1–12:12; 2 მატიანე 21:1–6; 22:10–12; 23:1–24:16

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება