-
იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთანიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
მოგვიანებით მღვდელმთავრებად მისი ვაჟებიც მსახურობდნენ. ამჯერად მღვდელმთავარი ანას სიძე, კაიაფაა.
სანამ იესოს ანა უწყობს დაკითხვას, კაიაფა სინედრიონის წევრებს იწვევს. სინედრიონი უზენაესი სასამართლო იყო და 71 წევრისგან შედგებოდა; მის წევრებს შორის იყვნენ, როგორც ამჟამინდელი, ისე მისი წინამორბედი მღვდელმთავრებიც.
-
-
იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთანიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
შემდეგ ანა იესოს თავის სიძესთან, კაიაფასთან გზავნის.
ამასობაში მთელი სინედრიონი იკრიბება — ამჟამინდელი მღვდელმთავარი, ხალხის უხუცესები და მწიგნობრები. ისინი კაიაფას სახლში იყრიან თავს.
-
-
იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთანიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
კაიაფა ეკითხება იესოს: „არაფერს უპასუხებ? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მარკოზი 14:60). იესო დუმს და არაფერს პასუხობს ცრუმოწმეებს, რომელთა მონაყოლიც არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ მღვდელმთავარი სხვაგვარ ტაქტიკას მიმართავს.
კაიაფამ იცის, რა მტკივნეულად რეაგირებენ იუდეველები იმაზე, როცა ვინმეს თავი ღვთის ძედ მოაქვს. ადრე, როცა იესომ ღმერთს თავისი მამა უწოდა, იუდეველებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რადგან მათი აზრით, ის „თავს ღმერთს უტოლებდა“ (იოანე 5:17, 18; 10:31—39). ვინაიდან კაიაფასთვის კარგადაა ცნობილი ამ საკითხისადმი იუდეველთა დამოკიდებულება, ის ეშმაკობას მიმართავს და იესოსგან ასეთ რამეს ითხოვს: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე, ღვთის ძე“ (მათე 26:63). იესომ ადრე უკვე აღიარა, რომ ღვთის ძეა (იოანე 3:18; 5:25; 11:4). მაგრამ თუ ახლაც იგივეს არ გააკეთებს, შეიძლება გარშემომყოფებმა ჩათვალონ, რომ უარყოფს, ღვთის ძე და ქრისტე რომ არის. ამიტომ იესო ამბობს: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მარკოზი 14:62).
ამის გაგონებაზე კაიაფა ყველას თვალწინ დრამატულ სცენას გაითამაშებს — შემოიხევს მოსასხამს და ხმამაღლა ამბობს: „მკრეხელობს! რაღად გვინდა მოწმეები? აი, ახლა მოისმინეთ მკრეხელობა! რას იტყვით?“. სინედრიონს უსამართლო განაჩენი გამოაქვს იესოსთვის. ისინი ერთხმად აცხადებენ: „სიკვდილს იმსახურებს“ (მათე 26:65, 66).
-
-
პეტრე უარყოფს იესოსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ამასობაში კი სასამართლო გრძელდება, როგორც ჩანს, კაიაფას სახლის იმ ნაწილში, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს. ეზოში პეტრე და სხვები, ალბათ, ხედავენ, როგორ შედიან და გამოდიან ჩვენების მისაცემად მოყვანილი მოწმეები.
-
-
პეტრე უარყოფს იესოსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
როდესაც ანა იესოს მღვდელმთავარ კაიაფასთან გზავნის, პეტრე და იოანე მოშორებით მიჰყვებიან. ალბათ, ისინი ორ ცეცხლს შუა არიან — თან ეშინიათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და თან აინტერესებთ, რა ელის წინ მათ უფალს.
იოანე მღვდელმთავრის ნაცნობია, ამიტომ ადვილად ახერხებს მისი სახლის ეზოში შესვლას.
-