-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
13 განვიხილოთ ინდოეთში მცხოვრები 93 წლის ქალბატონის მაგალითი, რომელსაც ბავშვობიდან რეინკარნაციის სწამდა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო წერილების მეშვეობით, რომლებსაც საზღვარგარეთ მცხოვრები შვილი უგზავნიდა. თავიდან ის სიხარულით იღებდა ყველაფერს, რასაც იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ გებულობდა. მაგრამ, როცა შვილმა აუხსნა, თუ რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ, ქალს ძალიან გაუჭირდა ამ აზრთან შეგუება, რადგან მთელი ცხოვრება რეინკარნაციის სწამდა. დედა წერდა: „არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ჭეშმარიტება იყოს! ყველა რელიგია იმას ასწავლის, რომ ჩვენში რაღაც უკვდავი არსებობს. ყოველთვის მწამდა, რომ სხეული კვდება, მაგრამ ის რაღაც უხილავი და უკვდავი გარდაისახება სხვა სხეულებში და ეს პროცესი დაახლოებით 8 400 000-ჯერ მეორდება. შეუძლებელია, რომ ეს ტყუილი იყოს! ნუთუ ცდება რელიგიების უმრავლესობა?!“ როგორ ფიქრობთ, შეუძლია სულის მახვილს ასე შესისხლხორცებული რწმენის დამსხვრევა? დედა-შვილმა ამ საკითხზე უფრო ფართოდ იმსჯელა. რამდენიმე კვირის მერე დედა თავის ვაჟს ასეთ სიტყვებს სწერდა: „როგორც იქნა ნელ-ნელა ვიგებ სიმართლეს მკვდრების მდგომარეობაზე. ძალიან მიხარია, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან და ჩვენს საყვარელ ახლობლებს ისევ ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ ღვთის სამეფო მალე მოვა“.
-
-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
ზემოთ მოხსენიებულ 93 წლის ქალბატონს აინტერესებდა, რატომ იყო სულის უკვდავების შესახებ სწავლება ასე გავრცელებული. მან გაიგო, სად მიეცა დასაბამი ამ სწავლებას და როგორ გავრცელდა იგი სხვადასხვა რელიგიებში. ამ არგუმენტმა ის საბოლოოდ დაარწმუნა ბიბლიის ჭეშმარიტებაში.b
-