საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • ღვთის დამახასიათებელი თვისებები და კარმის კანონი

      „კარმის კანონი, — ხსნიდა მოჰანდაზ კ. განდი, — უმოწყალო და აურიდებელია. ასე რომ, ღმერთს თითქმის არ ესაჭიროება ჩარევა. მან დააფუძნა კანონი და, ასე ვთქვათ, განზე გადგა“. განდის ეს აწუხებდა.

      მეორე მხრივ, მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული დანაპირები გვიჩვენებს, რომ ღმერთი დიდადაა დაინტერესებული თავისი შემოქმედებით. მიცვალებულს სიცოცხლე რომ დაუბრუნოს სამოთხეში დედამიწაზე, ამ პიროვნებაზე ღმერთმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ახსოვდეს. ღმერთი ნამდვილად თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს (1 პეტრე 5:6, 7).

  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • მაგრამ გარდასახვის რწმენა სრულ აყვავებამდე მივიდა ინდოეთში. ინდუსი ბრძენები თავს იმტვრევდნენ ადამიანთა შორის უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემებზე. „როგორ შეიძლება ეს სამართლიანი შემოქმედის ცნებას ეთანხმებოდეს?“ — იკითხეს მათ. ისინი ცდილობდნენ უთანხმოების გადაწყვეტას ღვთის სამართლიანობასა და მსოფლიოში არსებულ გაუთვალისწინებელ უბედურებებსა თუ უთანასწორობებს შორის. თავის დროზე მათ მოიგონეს „კარმის კანონი“, მიზეზისა და შედეგის კანონი, — „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მათ შეადგინეს დაწვრილებითი „ბალანსი“, რომლითაც ერთი სიცოცხლის განმავლობაში მქონე დამსახურებები და შეცდომები ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნოში.

      „კარმა“, უბრალოდ, „მოქმედებას“ ნიშნავს. ინდუსზე ამბობენ, რომ აქვს კარგი კარმა, თუ ის შეესაბამება სოციალურ და რელიგიურ ნორმებს, და ცუდი კარმა, თუ არ შეესაბამება. მისი მოქმედება, ანუ კარმა, განსაზღვრავს მის მომავალს თითოეული მომდევნო მეორედ დაბადებისას. „ყველა ადამიანი იბადება იმ თავისებურებით, რომელიც, უმთავრესად, წარსულ ცხოვრებებში მათი მოქმედებებით მომზადდა, თუმცა მათ ფიზიკურ დამახასიათებელ თვისებებს შთამომავლობა განსაზღვრავს, — ამბობს ფილოსოფოსი ნიკილანადი. — [ამგვარად,] ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორი და მშენებელია“. მიუხედავად ამისა, უმაღლესი მიზანი ამ გადასახლების ციკლიდან გათავისუფლება და ბრაჰმანთან — უმაღლეს რეალობასთან — გაერთიანება უნდა იყოს. ეს, როგორც სწამთ, მიიღწევა საზოგადოებისთვის მისაღები მოქმედების მცდელობითა და საგანგებო ინდუსური შემეცნებით.

      ამგვარად, გარდასახვის სწავლება თავის საფუძვლად სულის უკვდავების დოგმას იყენებს და კარმის კანონის გამოყენებით დოქტრინას მასზე აგებს. მოდი ვნახოთ, რას გვეტყვის ამ ცნებებზე ღვთის ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება