-
გწამს გარდასახვა?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
-
-
„გახსოვს მეზობელი გოგონა, პატარაობისას რომ გიყვარდა აქ, ინდოეთში? — სწერდა მუკანდბაი თავის ვაჟს, შეერთებული შტატების უნივერსიტეტის სტუდენტს. — რამდენიმე კვირაში დაქორწინებას აპირებს. ვიფიქრე, რომ შენ უნდა იცოდე ეს“.
რატომ მიაწოდა მამამ თავის ვაჟს ეს ცნობა? ბოლოს და ბოლოს, მუკანდბაიმ წლების წინ გარკვევით დაუსვა წერტილი იმ ყმაწვილურ რომანს. გარდა ამისა, ვაჟი ექვსი წელი იყო, რაც შტატებში იმყოფებოდა უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ ხნის მანძილზე მას გოგონასთან კონტაქტი არ ჰქონია და მუკანდბაიმ იცოდა ეს.
მაშ, რა იყო წუხილის მიზეზი? ის, რომ მუკანდბაის სწამდა გარდასახვა ანუ მეორედ დაბადებაa. თუ შემთხვევით ორ პიროვნებას შორის ბავშვური მიზიდულობა იყო ადრინდელ ცხოვრებაში მათი ცოლქმრობის შედეგი, სისასტიკე იქნებოდა მათი დაცილება ახლა, საქორწინო ასაკში. მუკანდბაის მხოლოდ უნდოდა, შეეტყობინებინა თავისი ვაჟისთვის, ვიდრე გოგონა სხვისი ცოლი გახდებოდა ამ ცხოვრებაში.
განიხილე სხვა შემთხვევა. ოთხი წლის გოგონას რამდენჯერმე მოუწია მუმბაის (ინდოეთი) საავადმყოფოში აუტანელი მდგომარეობის გადატანა. მას გულის სარქვლის ნაკლოვანება აწუხებდა. შეძლებული მშობლები ვერ უყურებდნენ მის ტანჯვას. მაგრამ ისინი მსჯელობდნენ: „უნდა შევურიგდეთ ამას. როგორც ჩანს, თავის ადრინდელ ცხოვრებაში რაღაცის გაკეთებით დაიმსახურა ეს“.
გარდასახვის რწმენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეში ინდუიზმში, ბუდიზმში, ჯაინიზმში, სიქიზმსა და ინდოეთში წარმოშობილ სხვა რელიგიებში. ცხოვრების შემთხვევები — შეყვარებიდან ძლიერ ტანჯვამდე — განიხილება, როგორც ადრინდელ ცხოვრებაში ან ცხოვრებებში შესრულებული საქმეების შედეგი.
-
-
გწამს გარდასახვა?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
-
-
„ადრინდელი ცხოვრების მოგონებები!“ — ამბობენ გარდასახვის მორწმუნეები. ამიტომ ბანგკოკში სამი წლის რატნას „წარსული ცხოვრების მოგონებები, რომელშიც ის იყო მორწმუნე ქალი, რომელიც 60 წელს გადაცილებული მოკვდა“, მეთვალყურეთა უმეტესობამ გარდასახვის დამაჯერებელ საბუთად მიიღო.
მიუხედავად ამისა, სკეპტიციზმი მრავლადაა. შესაძლებელია მოგონებათა სხვა განმარტებებიც, რომლებიც წარსულ ცხოვრებებს მიეწერებაb. ინდუსი ფილოსოფოსი ნიკილანანდი თავის წიგნში (Hinduism: Its Meaning for the Liberation of the Spirit) ამბობს, რომ ‘შეუძლებელია საღი გონებით დაამტკიცო სიკვდილის შემდგომი შემთხვევები’. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ „მეორედ დაბადების თეორია შესაძლებელი უფროა, ვიდრე შეუძლებელი“.
-
-
უნდა გწამდეს გარდასახვა?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
-
-
მაგრამ გარდასახვის რწმენა სრულ აყვავებამდე მივიდა ინდოეთში. ინდუსი ბრძენები თავს იმტვრევდნენ ადამიანთა შორის უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემებზე. „როგორ შეიძლება ეს სამართლიანი შემოქმედის ცნებას ეთანხმებოდეს?“ — იკითხეს მათ. ისინი ცდილობდნენ უთანხმოების გადაწყვეტას ღვთის სამართლიანობასა და მსოფლიოში არსებულ გაუთვალისწინებელ უბედურებებსა თუ უთანასწორობებს შორის. თავის დროზე მათ მოიგონეს „კარმის კანონი“, მიზეზისა და შედეგის კანონი, — „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მათ შეადგინეს დაწვრილებითი „ბალანსი“, რომლითაც ერთი სიცოცხლის განმავლობაში მქონე დამსახურებები და შეცდომები ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნოში.
„კარმა“, უბრალოდ, „მოქმედებას“ ნიშნავს. ინდუსზე ამბობენ, რომ აქვს კარგი კარმა, თუ ის შეესაბამება სოციალურ და რელიგიურ ნორმებს, და ცუდი კარმა, თუ არ შეესაბამება. მისი მოქმედება, ანუ კარმა, განსაზღვრავს მის მომავალს თითოეული მომდევნო მეორედ დაბადებისას. „ყველა ადამიანი იბადება იმ თავისებურებით, რომელიც, უმთავრესად, წარსულ ცხოვრებებში მათი მოქმედებებით მომზადდა, თუმცა მათ ფიზიკურ დამახასიათებელ თვისებებს შთამომავლობა განსაზღვრავს, — ამბობს ფილოსოფოსი ნიკილანადი. — [ამგვარად,] ადამიანი საკუთარი ბედის არქიტექტორი და მშენებელია“. მიუხედავად ამისა, უმაღლესი მიზანი ამ გადასახლების ციკლიდან გათავისუფლება და ბრაჰმანთან — უმაღლეს რეალობასთან — გაერთიანება უნდა იყოს. ეს, როგორც სწამთ, მიიღწევა საზოგადოებისთვის მისაღები მოქმედების მცდელობითა და საგანგებო ინდუსური შემეცნებით.
ამგვარად, გარდასახვის სწავლება თავის საფუძვლად სულის უკვდავების დოგმას იყენებს და კარმის კანონის გამოყენებით დოქტრინას მასზე აგებს. მოდი ვნახოთ, რას გვეტყვის ამ ცნებებზე ღვთის ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია.
-