საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორი შეხედულება გაქვთ ცოდვაზე?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
    • „შენში არ არის ცოდვა, შენში არ არის ტანჯვა; შენ ხარ ყოვლისშემძლე ძალის საცავი“. ცნობილმა ინდუსმა ფილოსოფოსმა ვივეკანანდამ წარმოთქვა ეს სიტყვები, როცა ინდუიზმის წმინდა წიგნ „ბჰაგავად-გიტადან“ ერთ-ერთ ნაწყვეტს განმარტავდა. „ვედანტაზე“ დაყრდნობით ფილოსოფოსი აცხადებს: „უდიდესი შეცდომაა, თუ იტყვი, რომ სუსტი ხარ, რომ ცოდვილი ხარ“a.

      მაგრამ ნუთუ მართალია, რომ ადამიანში არ არის ცოდვა? თუ ეს ასეა, მაშინ რას იღებს მემკვიდრეობით ადამიანი დაბადებისას? ინდუსი სვამი ნიკჰილანანდა ამბობს, რომ ‘მემკვიდრეობა განაპირობებს მხოლოდ ფიზიკურ თვისებებს’. სხვა თვისებებს კი პიროვნების „ყველა წარსული ცხოვრების საქმეები“ განაპირობებს. ვივეკანანდას აზრით, „შენ თვითონ ხარ შენი ბედის შემოქმედი“. მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვაზე ინდუიზმი არაფერს ასწავლის.

  • როდესაც ცოდვა აღარ იქნება
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
    • „ნუთუ ცოდვილები ვიბადებით?“ ამ საკითხმა საგონებელში ჩააგდო ერთი ასპირანტი შეერთებულ შტატებში მაშინვე, როგორც კი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. რადგანაც ის ინდუსად აღიზარდა, შეხედულება მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვაზე მისთვის უცხო იყო. მაგრამ თუ ცოდვა მართლაც მემკვიდრეობითაა მიღებული, მსჯელობდა ის, მისი არსებობის უარყოფა თუ უგულებელყოფა უაზრობა იქნებოდა. როგორ შეუძლია ადამიანს ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა?

      თუ ცოდვა გადმოსულია მემკვიდრეობით, მას დასაწყისიც უნდა ჰქონდეს. ცოდვილად ხომ არ იყო შექმნილი პირველი ადამიანი და ამიტომაც ხომ არ გადასცა ცუდი თვისებები თავის შვილებს? ან ეს ნაკლი მოგვიანებით ხომ არ განვითარდა? ზუსტად როდის ჰქონდა ცოდვას დასაწყისი? სხვა მხრივ, თუ ცოდვა მხოლოდ გარეგანი, ბოროტი რეალობაა ან პრინციპი, შეგვიძლია იმის იმედი გვქონდეს, რომ ერთხელაც გავთავისუფლდებით მისგან?

      ინდუიზმის მრწამსის თანახმად, ტანჯვა და ბოროტება ქმნილებებს თან ახლავს. „ტანჯვა [თუ ბოროტება], — შენიშნავს ინდუიზმის მცოდნე, — ქრონიკული რევმატიზმის მსგავსად, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, მაგრამ მისი სრულიად ამოძირკვა შეუძლებელია“. ბოროტება, უეჭველია, მთელი ცნობილი ისტორიის მანძილზე კაცობრიობის ნაწილი იყო. თუ ის იმაზე ადრე იყო, ვიდრე ადამიანმა ისტორიული ჩანაწერების გაკეთება დაიწყო, სანდო პასუხები მისი წარმოშობის შესახებ აუცილებლად ზეადამიანური წყაროდან უნდა მომდინარეობდეს. პასუხები ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს (ფსალმუნი 35:10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება