საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ცეცხლითა და გოგირდით დაიტანჯება წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ. მათი ტანჯვის კვამლი არ შეწყდება მარადიულად; მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მისი სახელის ნიშანს იღებს, მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით“ (გამოცხადება 14:10ბ, 11).

  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მაშ, როგორ დაიტანჯებიან „ცეცხლითა და გოგირდით“? ჭეშმარიტების გაცხადება ამხელს მათ და აფრთხილებს ღვთის მოახლოებული სასამართლოს შესახებ. ამიტომ გმობენ ისინი ღვთის ხალხს და, თუკი გამოუვათ, მზაკვრული მეთოდებით არწმუნებენ პოლიტიკურ მხეცს, რომ იეჰოვას მოწმეებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოს და დახოცოს კიდეც. ამ სამსჯავროს აღსრულების დროს ეს მოწინააღმდეგეები ცეცხლითა და გოგირდით განადგურდებიან. „მათი ტანჯვის კვამლი“ არ შეწყდება მარადიულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე აღსრულებული განაჩენი გაფრთხილება იქნება მათთვის, ვინც იეჰოვას უზენაესობას ეჭვქვეშ დააყენებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება.

      18 ვინ აცხადებს ამ მტანჯველ ცნობას დღეს? გაიხსენეთ, რომ სიმბოლური კალიები უფლებამოსილი იყვნენ, დაეტანჯათ ისინი, ვისაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე (გამოცხადება 9:5). როგორც ჩანს, სწორედ ისინი ტანჯავენ ხალხს ანგელოზების ხელმძღვანელობით. ისინი ისე გამალებით მოქმედებენ, რომ „მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მისი სახელის ნიშანს იღებს, მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით“. საბოლოოდ მათი განადგურების შემდეგ „მათი ტანჯვის კვამლი“ იმის მარადიული მოწმობა იქნება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია. იოანეს კლასმა უნდა მოითმინოს, სანამ საბოლოოდ არ დამტკიცდება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია. ამიტომ ანგელოზი ამბობს: „აქ საჭიროა წმინდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებსა და იესოს რწმენას“ (გამოცხადება 14:12).

      19. რატომ უნდა გამოავლინონ წმინდებმა მოთმინება და იოანეს რომელი სიტყვები განამტკიცებს მათ?

      19 „წმინდათა მოთმინება“ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი იესო ქრისტეს მეშვეობით განსაკუთრებული ერთგულებით სცემენ თაყვანს იეჰოვას. ცნობა, რომელსაც ისინი აცხადებენ, ბევრს არ მოსწონს. ამას წინააღმდეგობა, დევნა და წამებით სიკვდილიც კი მოჰყვება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება