საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სიტყვა გაბედულად ილაპარაკე!
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
    • მათ ღმერთს წინააღმდეგობის შეწყვეტა კი არ სთხოვეს, არამედ მას ასეთი სიტყვებით მიმართეს: „იეჰოვა, დაინახე მათი მუქარა და ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ“ (საქ. 4:5, 19, 20, 29). როგორ უპასუხა იეჰოვამ მათ ლოცვას? (წაიკითხეთ საქმეების 4:31 ). ღმერთმა წმინდა სული მისცა მოწაფეებს და მათ გაბედულება მოიკრიბეს. ღვთის სულს შეუძლია ჩვენს შემთხვევაშიც ასე იმოქმედოს. მაგრამ, როგორ შეგვიძლია მივიღოთ ღვთის სული, რომ ჩვენი მსახურება შევასრულოთ?

      როგორ გავხდეთ გაბედულები?

      6, 7. უპირველესად რა უნდა გავაკეთოთ ღვთის წმინდა სულის მისაღებად? მოიყვანეთ მაგალითები.

      6 უპირველესად შეგვიძლია პირდაპირ ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს წმინდა სული. იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13). წმინდა სულისთვის გამუდმებით უნდა ვილოცოთ. თუ გვიჭირს რომელიმე სახის მსახურებაში მონაწილეობის მიღება, მაგალითად, არაფორმალურად, ქუჩაში ან საქმიან ტერიტორიაზე ქადაგება, ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული და გაბედულება (1 თეს. 5:17).

      7 სწორედ ასე მოიქცა როზაa. ერთხელ სკოლაში მისი კოლეგა კითხულობდა სხვა სკოლის ანგარიშს, რომელიც ბავშვების ცუდ მოპყრობას ეხებოდა. მასწავლებელი იმდენად გააოგნა წაკითხულმა, რომ წამოიძახა: „ღმერთო, სადამდე მივიდა ხალხი?!“ როზას არ შეეძლო გაჩუმებულიყო და ქადაგება დაიწყო. რა დაეხმარა მას გაბედულად ლაპარაკში? ის ამბობს: „ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე წმინდა სული“. შედეგად მან შესანიშნავად ისაუბრა და მასწავლებელს განმეორებით საუბარზეც შეუთანხმდა. ნიუ-იორკში მცხოვრები ხუთი წლის მელანიც მსგავსად მოიქცა. ის გვიამბობს: „სკოლაში წასვლამდე მე და დედა ყოველთვის ვლოცულობთ“. საინტერესოა, რის შესახებ ლოცულობენ ისინი? იმის შესახებ, რომ მელანიმ გაბედულად დაიცვას თავისი პოზიცია და ღმერთზე ილაპარაკოს. მელანის დედა ამბობს: „ლოცვა დაეხმარა ჩემს შვილს, რომ დაბადების დღესთან და სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოეთქვა და მათში მონაწილეობა არ მიეღო“. განა ეს მაგალითები ლოცვის ძალას არ ადასტურებს?

      8. როგორ გახდა წინასწარმეტყველი იერემია გაბედული მქადაგებელი?

      8 გაიხსენეთ, აგრეთვე, რა დაეხმარა წინასწარმეტყველ იერემიას, გაბედულად ელაპარაკა. როდესაც იეჰოვამ ის ერის წინასწარმეტყველად დააყენა, იერემიამ თქვა: „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“ (იერ. 1:4—6). დროთა განმავლობაში იერემიამ ისე შეუპოვრად და დამაჯერებლად დაიწყო ლაპარაკი, რომ ბევრმა ის შფოთის ამტეხად შერაცხა (იერ. 38:4). 65 წელზე მეტი იერემია გაბედულად აცხადებდა იეჰოვას განაჩენს. გაბედული ქადაგებით მან იმდენად გაითქვა სახელი ისრაელში, რომ დაახლოებით 600 წლის შემდეგ, როცა იესოს გაბედულ ქადაგებას ისმენდნენ, ზოგი ფიქრობდა, რომ ის მკვდრეთით აღმდგარი იერემია იყო (მათ. 16:13, 14). როგორ დასძლია სიმორცხვე ერთ დროს გაუბედავმა წინასწარმეტყველმა? მან თავად თქვა: „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის [ღვთის სიტყვა] გულში; დავიღალე მისი დაოკებით და ვეღარ მოვითმინე“ (იერ. 20:9). დიახ, იეჰოვას სიტყვამ იმოქმედა იერემიაზე და სალაპარაკოდ აღძრა.

      9. რატომ შეუძლია ღვთის სიტყვას ისევე იმოქმედოს ჩვენზე, როგორც იერემიაზე მოქმედებდა?

      9 ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე წერდა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენზე ისევე იმოქმედოს, როგორც ერთ დროს იერემიაზე იმოქმედა. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიტყვა ღვთივშთაგონებულია და არ შეიცავს ადამიანურ სიბრძნეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ადამიანები წერდნენ. 2 პეტრეს 1:21-ში ვკითხულობთ: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“. თუ დროს გამოვყოფთ ბიბლიის გულმოდგინედ შესასწავლად, ჩვენი გონება წმინდა სულით შთაგონებული ცნობით აივსება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:10). ეს ცნობა ჩვენში ცეცხლივით აგიზგიზდება და მისი დაოკება გაგვიჭირდება.

      10, 11. ა) როგორ უნდა შევისწავლოთ ბიბლია, გაბედულად რომ ვილაპარაკოთ? ბ) რის გაკეთებას აპირებ პირადი შესწავლის გასაუმჯობესებლად?

      10 ბიბლიამ ჩვენზე ძლიერი გავლენა რომ მოახდინოს, ის ისე ღრმად უნდა ვიკვლიოთ, რომ წაკითხული გულს შეეხოს. მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელს ხილვაში სთხოვეს, ეჭამა გრაგნილი ანუ წიგნი, რომელშიც გულქვა ხალხისთვის გადასაცემი ცნობა ეწერა. ეზეკიელი კარგად უნდა ჩასწვდომოდა ამ ცნობის მნიშვნელობას და თავისი სხეულის ნაწილად ექცია. თუ ასე მოიქცეოდა, ამ ცნობის გადაცემა ეზეკიელისთვის სასიამოვნო, „თაფლივით ტკბილი“ გახდებოდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:8—3:4, 7—9 ).

      11 ეზეკიელის დრო ძალიან ჰგავს ჩვენს დროს. დღეს ბევრს უბრალოდ არ სურს ბიბლიური ცნობის მოსმენა. ღვთის სიტყვა შეუპოვრად რომ ვილაპარაკოთ, აუცილებელია, ისე შევისწავლოთ წმინდა წერილები, რომ სრულად ჩავწვდეთ მის არსს. შესწავლა რეგულარულად უნდა გვქონდეს და არა ხანდახან. უნდა გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო და ჩემო გამომსყიდველო!“ (ფსალმ. 19:14). რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ დრო გამოვყოთ წაკითხულზე ფიქრისთვის, რათა ჭეშმარიტებამ ჩვენს გულამდე ჩააღწიოს! უდავოდ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ პირადი შესწავლის ხარისხი.b

      12. რატომ არის აუცილებელი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება წმინდა სულის მისაღებად?

      12 იეჰოვას წმინდა სული იმ შემთხვევაშიც დაგვეხმარება, თუ წავახალისებთ ერთმანეთს „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ და არ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს (ებრ. 10:24, 25). წმინდა სული მაშინ გვიხელმძღვანელებს, თუ ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად დავესწრებით, ყურადღებით მოვისმენთ პროგრამას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ. იეჰოვა მითითებებს ხომ კრების მეშვეობით გვაძლევს! (წაიკითხეთ გამოცხადების 3:6 ).

      გაბედულებას კურთხევები მოაქვს

      13. რას ვიგებთ პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ შესრულებული სამქადაგებლო საქმიდან?

      13 წმინდა სული სამყაროში უძლიერესი ძალაა და მას შეუძლია, ადამიანებს იეჰოვას ნება შეასრულებინოს. მისი ძალით, პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა ქადაგების საქმეში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწიეს. სასიხარულო ცნობა მათ უქადაგეს „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). თუ გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობა „უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ“, ცხადი ხდება, რომ მათზე ძლიერი ძალა მოქმედებდა (საქ. 4:13).

      14. რა დაგვეხმარება, რომ სულით ანთებულები ვიყოთ?

      14 თუ ისე ვცხოვრობთ, რომ წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ, მსახურებას გაბედულად შევასრულებთ. წმინდა სულის მისაღებად გამუდმებით ლოცვა, კარგი პირადი შესწავლა, წაკითხულზე ფიქრი, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დაგვეხმარება, რომ სულით ავენთოთ (რომ. 12:11). ეფესოში ჩასულ ერთ მჭევრმეტყველ იუდეველ კაცზე, აპოლოსზე, რომელიც წარმოშობით ალექსანდრიელი იყო, ბიბლიაში ნათქვამია: ის „ღვთის სულით იყო ანთებული, სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ“ (საქ. 18:24, 25). თუ სულით ანთებულები ვიქნებით, ჩვენც შევძლებთ გაბედულად ქადაგებას როგორც კარდაკარ, ისე არაფორმალურად.

      15. როგორ მოქმედებს გაბედულად ქადაგება ჩვენზე?

      15 გაბედულად ქადაგება სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენზე. მსახურებას სულ სხვა თვალით ვუყურებთ, რადგან უკეთ გვესმის, რომ ქადაგება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმეა. ჩვენი ენთუზიაზმი უფრო მატულობს, რადგან მსახურებაში მიღწეული კარგი შედეგები სიხარულს გვგვრის. თანაც უფრო გულმოდგინეები ვხდებით, რადგან გვესმის, რომ დრო არ ითმენს.

      16. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვატყობთ, რომ უწინდელივით გულმოდგინედ ვეღარ ვქადაგებთ?

      16 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უწინდელივით გულმოდგინედ აღარ ვქადაგებთ ან ღვთის სიტყვა ძველებურად აღარ გვიგიზგიზებს გულში? ამ დროს აუცილებელია საკუთარი თავის გულწრფელი შეფასება. პავლემ დაწერა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). დავფიქრდეთ: „ისევ ვარ სულით ანთებული? ვლოცულობ წმინდა სულისთვის? ჩანს ჩემი ლოცვებიდან, რომ ღვთის დახმარების გარეშე მის ნებას ვერ შევასრულებდი? ვემადლიერები ღმერთს ლოცვაში, რომ მსახურება მომანდო? როგორ ვეკიდები ბიბლიის პირად შესწავლას? რამდენ დროს ვუთმობ წაკითხულსა და მოსმენილზე ფიქრს? ვარ აქტიური კრების შეხვედრებზე?“. ამ კითხვებზე დაფიქრება, დაგვანახვებს ჩვენს სისუსტეებს და დაგვეხმარება შესაბამისი ზომების მიღებაში.

      დაე, ღვთის სულმა გაბედულება შეგმატოს!

      17, 18. ა) რა მასშტაბებს მიაღწია დღეს სამქადაგებლო საქმიანობამ? ბ) როგორ შეგვიძლია „სიტყვაში უდიდესი სითამამით“ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა?

      17 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). საქმე, რომელიც იესოს მოწაფეებმა წამოიწყეს, დღეს არნახული მასშტაბით სრულდება. შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებს და ამ საქმეს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდ საათს უთმობს. რა სასიხარულოა იმ საქმის გულმოდგინედ შესრულება, რომელიც აღარასოდეს განმეორდება!

      18 როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც ქადაგება ღვთის სულით ხორციელდება. თუ მივყვებით სულის ხელმძღვანელობას, „სიტყვაში უდიდესი სითამამით“ ვიქადაგებთ (საქ. 28:31). დაე, ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს ყოველთვის, როცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ!

  • ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
    • 3. რატომ შეუძლია ღვთის სულს, დახელოვნებული მსახურები გაგვხადოს?

      3 წინა სტატიაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გვეხმარება წმინდა სული „ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკში“ (საქ. 4:31). ამ სულს ისიც შეუძლია, რომ დახელოვნებული მქადაგებლები გაგვხადოს. მსახურების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა, ოსტატურად გამოვიყენოთ იეჰოვასგან ბოძებული წერილობითი სიტყვა, ბიბლია. ბიბლია წმინდა სულით დაიწერა (2 ტიმ. 3:16). აქედან გამომდინარე, წერილებში ჩაწერილი ჭეშმარიტების ზუსტად ახსნა წმინდა სულის ხელმძღვანელობის გარეშე შეუძლებელია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება