-
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
-
-
როგორია ამ საკითხზე იეჰოვას მოწმეების შეხედულება?
იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია (ესაია 48:17).[2] ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (1 კორინთელები 6:18).[3] ასე რომ, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება მათი არჩევანია და ამის სრული უფლებაც აქვთ.
იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან „ოქროს წესს“ და სხვებს ისე ეპყრობიან, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდნენ
გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეთ (ებრაელები 12:14). მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, საკუთარ შეხედულებებს სხვებს თავს არ ახვევენ. ისინი არც თავად გამოდიან ჰომოსექსუალების წინააღმდეგ და არც მათ წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს იწონებენ. იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან „ოქროს წესს“ და სხვებს ისე ეპყრობიან, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდნენ (მათე 7:12).
აღვივებს ბიბლია სიძულვილს?
და მაინც, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბიბლია ჰომოსექსუალების მიმართ სიძულვილს აღვივებს; ისინი ამტკიცებენ, რომ ვინც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, შეუწყნარებლობას ავლენს ჰომოსექსუალების მიმართ. მათი თქმით, ბიბლია დაიწერა ისეთ დროში, როდესაც ხალხს ძალიან ვიწრო თვალთახედვა ჰქონდა. ისინი თვლიან, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ, როგორიც სხვა რასისა თუ ეროვნების ადამიანები. ამიტომ მათთვის ჰომოსექსუალიზმის დაგმობა იგივეა, რაც სხვა რასის წარმომადგენელთა სიძულვილი. მაგრამ მართებულია ასეთი შედარების გაკეთება? რა თქმა უნდა, არა.
ერთია, გმობდე ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ სულ სხვაა, გძულდეს ჰომოსექსუალები. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ყველანაირ ადამიანს სცენ პატივი (1 პეტრე 2:17).[4] მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის მისაღები უნდა იყოს ყველანაირი საქციელი.
დავუშვათ, თვლით, რომ მოწევა მავნე ჩვევაა, მაგრამ თქვენი თანამშრომელი ეწევა. აძლევს ეს მას იმის საფუძველს, დაასკვნას, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ვიწრო თვალთახედვა გაქვთ? ნიშნავს ეს იმას, რომ მის მიმართ მტრულად ხართ განწყობილი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეწევით? თუ თანამშრომელი დაჟინებით მოგთხოვდათ ამ საკითხზე თვალსაზრისის შეცვლას, ვინ უფრო გამოვიდოდა ვიწრო თვალთახედვის და სხვების მიმართ მტრულად განწყობილი — ის თუ თქვენ?
იეჰოვას მოწმეები ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. მათთვის მიუღებელია ისეთი საქციელი, რომელსაც ბიბლია განსჯის. თუმცა არც აბუჩად იგდებენ და არც უპატივცემულოდ ეპყრობიან მათ, ვინც არ ცხოვრობს ბიბლიური ნორმებით.
-
-
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
-
-
ზოგი ექსპერტის აზრით, აგრესიას შეიძლება გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს. ამ საკითხზე ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს, მაგრამ მასში ნათლადაა ნათქვამი, რომ ადამიანს შეიძლება ფიცხი ხასიათი ჰქონდეს და ადვილად გამოდიოდეს მდგომარეობიდან (იგავები 22:24; 29:22). თუმცა ბიბლიაში ასეთ მოწოდებას ვკითხულობთ: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31).
ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ რჩევას და თქვას, რომ ამ სიტყვების გათვალისწინება ძალიან ძნელია მათთვის, ვინც ბუნებით ფიცხია. სინამდვილეში, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ აგრესიულობა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ყველაფერს აკეთებენ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.
იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ და თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი თავი და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს. მაგალითად, ღვთის სიტყვა გმობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უკანონო სქესობრივ კავშირს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).
-
-
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
-
-
მართალია, იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია, მაგრამ საკუთარ შეხედულებებს სხვებს თავს არ ახვევენ. ისინი არც იმ კანონების შეცვლას ითხოვენ, რომლებიც მათგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებებს იცავს. და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეები არ ავლენენ მიკერძოებას და ცნობას, რომელსაც სიკეთე მოაქვს ხალხისთვის, ყველანაირ ადამიანს უზიარებენ (საქმეები 20:20).
-