საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • და მაინც, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბიბლია ჰომოსექსუალების მიმართ სიძულვილს აღვივებს; ისინი ამტკიცებენ, რომ ვინც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, შეუწყნარებლობას ავლენს ჰომოსექსუალების მიმართ. მათი თქმით, ბიბლია დაიწერა ისეთ დროში, როდესაც ხალხს ძალიან ვიწრო თვალთახედვა ჰქონდა. ისინი თვლიან, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ, როგორიც სხვა რასისა თუ ეროვნების ადამიანები. ამიტომ მათთვის ჰომოსექსუალიზმის დაგმობა იგივეა, რაც სხვა რასის წარმომადგენელთა სიძულვილი. მაგრამ მართებულია ასეთი შედარების გაკეთება? რა თქმა უნდა, არა.

      ერთია, გმობდე ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ სულ სხვაა, გძულდეს ჰომოსექსუალები. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ყველანაირ ადამიანს სცენ პატივი (1 პეტრე 2:17).[4] მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის მისაღები უნდა იყოს ყველანაირი საქციელი.

      დავუშვათ, თვლით, რომ მოწევა მავნე ჩვევაა, მაგრამ თქვენი თანამშრომელი ეწევა. აძლევს ეს მას იმის საფუძველს, დაასკვნას, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ვიწრო თვალთახედვა გაქვთ? ნიშნავს ეს იმას, რომ მის მიმართ მტრულად ხართ განწყობილი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეწევით? თუ თანამშრომელი დაჟინებით მოგთხოვდათ ამ საკითხზე თვალსაზრისის შეცვლას, ვინ უფრო გამოვიდოდა ვიწრო თვალთახედვის და სხვების მიმართ მტრულად განწყობილი — ის თუ თქვენ?

  • რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • რის თქმა შეიძლება მათზე, ვისაც ჰომოსექსუალიზმისკენ აქვს მიდრეკილება ან მათზე, ვინც ფიქრობს, რომ ასეთად დაიბადა? თუ ეს ასეა, სისასტიკე ხომ არ იქნებოდა იმის თქმა, რომ მათ არ უნდა მისცენ გასაქანი თავიანთ სურვილებს?

      ბიბლია არაფერს ამბობს თანდაყოლილ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრმა დროთა განმავლობაში განივითარა ასეთი არასწორი სურვილები. ბიბლიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მათთვის, ვისაც სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი სახის უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (2 კორინთელები 10:4, 5).

      ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ბიბლია მეტისმეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს. ისინი იზიარებენ გავრცელებულ შეხედულებას, რომ თითქოს ადამიანი ყოველთვის უნდა აჰყვეს შინაგან იმპულსებს. რაც შეეხება სექსუალურ იმპულსებს, ასეთი ადამიანების აზრით, ეს იმპულსები იმდენად ძლიერია, რომ მათი გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩაკლას არასწორი სურვილები. ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და ვმართოთ შინაგანი იმპულსები (კოლოსელები 3:5).[5]

      ზოგი ექსპერტის აზრით, აგრესიას შეიძლება გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს. ამ საკითხზე ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს, მაგრამ მასში ნათლადაა ნათქვამი, რომ ადამიანს შეიძლება ფიცხი ხასიათი ჰქონდეს და ადვილად გამოდიოდეს მდგომარეობიდან (იგავები 22:24; 29:22). თუმცა ბიბლიაში ასეთ მოწოდებას ვკითხულობთ: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31).

      ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ რჩევას და თქვას, რომ ამ სიტყვების გათვალისწინება ძალიან ძნელია მათთვის, ვინც ბუნებით ფიცხია. სინამდვილეში, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ აგრესიულობა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ყველაფერს აკეთებენ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება