-
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
-
-
რის თქმა შეიძლება მათზე, ვისაც ჰომოსექსუალიზმისკენ აქვს მიდრეკილება ან მათზე, ვინც ფიქრობს, რომ ასეთად დაიბადა? თუ ეს ასეა, სისასტიკე ხომ არ იქნებოდა იმის თქმა, რომ მათ არ უნდა მისცენ გასაქანი თავიანთ სურვილებს?
ბიბლია არაფერს ამბობს თანდაყოლილ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრმა დროთა განმავლობაში განივითარა ასეთი არასწორი სურვილები. ბიბლიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მათთვის, ვისაც სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი სახის უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (2 კორინთელები 10:4, 5).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ბიბლია მეტისმეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს. ისინი იზიარებენ გავრცელებულ შეხედულებას, რომ თითქოს ადამიანი ყოველთვის უნდა აჰყვეს შინაგან იმპულსებს. რაც შეეხება სექსუალურ იმპულსებს, ასეთი ადამიანების აზრით, ეს იმპულსები იმდენად ძლიერია, რომ მათი გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩაკლას არასწორი სურვილები. ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და ვმართოთ შინაგანი იმპულსები (კოლოსელები 3:5).[5]
ზოგი ექსპერტის აზრით, აგრესიას შეიძლება გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს. ამ საკითხზე ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს, მაგრამ მასში ნათლადაა ნათქვამი, რომ ადამიანს შეიძლება ფიცხი ხასიათი ჰქონდეს და ადვილად გამოდიოდეს მდგომარეობიდან (იგავები 22:24; 29:22). თუმცა ბიბლიაში ასეთ მოწოდებას ვკითხულობთ: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31).
ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ რჩევას და თქვას, რომ ამ სიტყვების გათვალისწინება ძალიან ძნელია მათთვის, ვინც ბუნებით ფიცხია. სინამდვილეში, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ აგრესიულობა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ყველაფერს აკეთებენ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.
იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ და თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი თავი და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს. მაგალითად, ღვთის სიტყვა გმობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უკანონო სქესობრივ კავშირს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).
-
-
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
-
-
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. სიტყვაში „ასეთი“ იგულისხმებოდნენ ყოფილი ჰომოსექსუალებიც, რომლებიც შეიცვალნენ. მაგრამ გულისხმობდა ბიბლია იმას, რომ მათ აღარ შეახსენებდა წარსული თავს? არა, რადგან დროდადრო, ალბათ, მოუწევდათ თავიანთ არასწორ მიდრეკილებებთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალატელები 5:16).
როგორც დავინახეთ, ბიბლიაში არ წერია, რომ ღვთის მსახურებს არასდროს გაუჩნდებათ არასწორი სურვილები, თუმცა მასში ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია არ აჰყვეს თავის სურვილებს. ქრისტიანები ცდილობენ, არ კვებონ გონება არასწორი ფიქრებით, რათა გასაქანი არ მისცენ უმართებულო სურვილებს და არ დაემონონ მათ (იაკობი 1:14, 15).[6]
ბიბლია მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან მიდრეკილებასა და საქციელს (რომაელები 7:16—25). მათ, ვისაც ჰომოსექსუალიზმისკენ აქვს მიდრეკილება, უნდა აკონტროლოს, რით კვებავს გონებას, ისევე როგორც სხვა ისეთი არასწორი მიდრეკილებების შემთხვევაში, როგორიცაა სიბრაზე, უზნეობა და სიხარბე (1 კორინთელები 9:27; 2 პეტრე 2:14, 15).
-