საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 4/15 გვ. 8-9
  • სტუმრად ჰონდურასში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ჰონდურასში
  • გამოიღვიძეთ! — 2015
გამოიღვიძეთ! — 2015
g 4/15 გვ. 8-9
ჰონდურასის სანაპირო ზოლი

ქვეყნები და ხალხები | ჰონდურასი

სტუმრად ჰონდურასში

ჰონდურასის რუკა

ჰონდურასი ესპანურად „სიღრმეებს“ ნიშნავს. შესაძლოა ამ სიტყვით აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა ატლანტის ოკეანეში აღმოჩენილი ტერიტორია სანაპიროსთან არსებული ღრმა წყლების გამო. ზოგის აზრით, ასე შეიძინა ამ ქვეყანამ ეს სახელი.

ჰონდურასელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოჯახისადმი ერთგულება და ერთმანეთის მხარში დგომა. მაგალითად, ცოლ-ქმარი ყოველთვის ერთად წყვეტს, რაში დახარჯონ ფული და რა განათლება მისცენ შვილებს.

მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ მეტისები — ევროპელებისა და ადგილობრივი ტომების ნაზავი. დღემდე შემორჩენილია ძირძველი ადგილობრივი ტომები, ერთ-ერთი ასეთია ჩორტი ტომი. სხვა ადგილობრივი ტომი, გარიფუნა, კი ოდითგანვე არ ყოფილა ამ მიწის მკვიდრი.

გარიფუნა მუსიკოსი დოლზე უკრავს

გარიფუნა მუსიკოსი დოლზე უკრავს

გარიფუნები აფრიკელებისა და კარიბელი ინდიელების შთამომავლები არიან, რომლებიც ოდესღაც სენტ-ვინსენტის კუნძულზე სახლობდნენ. 1797 წლისთვის გარიფუნები ისლას-დე-ლა-ბაიას კუნძულებზე (ბეის კუნძულები) გადასახლდნენ. მოგვიანებით, ისინი ცენტრალურ ამერიკაში კარიბის ზღვის სანაპიროზე გადავიდნენ. იქიდან კი თანდათანობით ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკის სხვა ნაწილებში მიმოიფანტნენ.

გარიფუნებს უყვართ ცოცხალი, ენერგიული ცეკვები, რომლებიც დოლების თანხლებით სრულდება. მათი კულტურისთვის აგრეთვე დამახასიათებელია ჭრელაჭრულა ტანსაცმელი. ისინი თავს ამბების მოყოლით იქცევენ. მათი საყვარელი საჭმელია „ერება“, მანიჰოტის ფესვებისგან მომზადებული თხელი ნამცხვარი.

ჰონდურასში იეჰოვას მოწმეების 400-მდე კრებაა. შეხვედრები ტარდება გარიფუნა, ესპანურ, ინგლისურ, მისკიტო, ჩინური ენის მანდარინულ დიალექტსა და ჰონდურასულ ჟესტების ენებზე.

ერება

„ერება“, მანიჰოტის ფესვებისგან მომზადებული თხელი ნამცხვარი

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 8 111 000

  • დედაქალაქი: ტეგუსიგალპა

  • მთავრობა: დემოკრატიული რესპუბლიკა

  • ენა: ესპანური

  • კლიმატი: სუბტროპიკული, მთიან რეგიონებში რბილი ჰავა

  • რელიეფი: ტერიტორიის 75 პროცენტზე მეტი უჭირავს მთიანეთს, ვხვდებით აგრეთვე სანაპირო დაბლობებსა და კუნძულებს

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება