საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოველთვის უნდა ვიქცეოდეთ პატიოსნად?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • შეუძლია ღარიბს ენდოს ამ სიტყვებს? ვიქტორინი დარწმუნდა, რომ ეს სიტყვები სანდოა.

      ხუთშვილიანი ქვრივისთვის, ვიქტორინისთვის თავის გატანა არც ისე ადვილია. ის ცხოვრობს განვითარებად ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სოციალურად ვერ უზრუნველყოფს გაჭირვებულებს. ძირითადად ხალხი გარეთაა, სადაც თავისუფლად შეუძლიათ იქურდონ. ასეთი ცდუნების მიუხედავად, ვიქტორინი არ ქურდობს. იგი გარე მოვაჭრეა და პატიოსანი შრომით არჩენს ოჯახს. რატომ ინარჩუნებს ის პატიოსნებას?

      „ღმერთს უყვარს პატიოსანი ადამიანები. თუ პატიოსნად მოვიქცევი, ისიც ასევე მომექცევა. პირადი მაგალითით ჩემს შვილებსაც ვასწავლი პატიოსნებას“.

      როგორც თავად ამბობს, მას აუცილებელი არ მოჰკლებია: «ჩვენ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. თუმცა ზოგჯერ მიწევს მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა, მაგალითად, გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების დასაფარავად. იეჰოვას წყალობით აუცილებელი ყოველთვის მაქვს. მეგობრებმა იციან, რომ არ ვამძაფრებ ჩემს მდგომარეობას და მათ იმაზე მეტს არ ვთხოვ, ვიდრე მჭირდება.

      ჩემს შვილებსაც ვასწავლი პატიოსნებას. ამას წინათ, მეზობელმა ჩვენს მაგიდაზე ხურდა ფული შეამჩნია და მკითხა: „არ გეშინია, ბავშვებმა რომ აიღონ?“ არ დამიჯერა, როცა ვუთხარი, რომ ჩემი შვილები არასდროს გააკეთებდნენ ამას. გადაწყვიტა, თავად გამოეცადა ისინი, რის შესახებაც ჩემთვის არაფერი უთქვამს. მან ორი 100-ფრანკიანი (დაახლოებით 70 თეთრი) ჩვენს სახლში ისეთ ადგილას დატოვა, რომ ბავშვებს ადვილად შეემჩნიათ. მომდევნო დღეს გაოცდა, როცა დაინახა, რომ ბავშვებს ფულისთვის ხელი არ ეხლოთ. პატიოსანი შვილების ყოლას ვერანაირი სიმდიდრე ვერ შეედრება».

  • ყოველთვის უნდა ვიქცეოდეთ პატიოსნად?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • ვიქტორინს დიდი იმედი არა აქვს, რომ ამ ქვეყნიერებაში მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ ღმერთი არ შეასრულებს თავის დანაპირებს. მიუხედავად ამისა, ის სულიერად მდიდარია, რასაც ფულით ვერ იყიდი. მისი შვილები პატიოსნები არიან და კარგი მანერებით გამოირჩევიან. ყოველ კვირას ისინი სიხარულით ესაუბრებიან მეზობლებს ღვთის კეთილ საქმეებზე; აგრეთვე არწმუნებენ მათ, რომ ღმერთი დააკმაყოფილებს „ყველას, ვინც მას მოუხმობს“ და დაიცავს „ყველა თავის მოყვარულს“ (ფსალმუნი 145:7, 18, 20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება