-
რას არგებს კაცს პატიოსნება?გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
ნდობის ფასი
თუ პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია გაქვს, შეიძლება არც კი იცოდე, ისე იმოქმედოს ამან შენს წარმატებაზე. მოდი, ისევ წინა სტატიაში მოხსენიებულ ფრენცს დავუბრუნდეთ. „სამუშაო რომ დავიწყე, არ ვიცოდი, რომ უფროსები გამოცდას მიწყობდნენ; აინტერესებდათ, რამდენად პატიოსანი და ერთგული ვიყავი. როგორც ბოლოს გავიგე, გამოცდა წარმატებით ჩამიბარებია. ამის მერე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომანდეს და მეტი თავისუფლება მომცეს. უფროსმა პატარა საჩუქარიც გამიკეთა. ვიცი, რომ არიან ჩემზე ჭკვიანები და უნარიანები, რომლებიც ამ საქმეს ჩემზე უკეთ გააკეთებენ, მაგრამ დამსაქმებლებმა ეს საქმე მე მომანდეს. დღემდე ამიტომ ვინარჩუნებ სამსახურს“.
-
-
პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებასგამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
ღირსების გრძნობა
„წლების წინ შეხვედრა მქონდა მომავალ კლიენტთან, რომელსაც სურდა მილიონდოლარიანი სადაზღვეო პაკეტის შეძენა. ჩემი ანაზღაურება რამდენიმე ათასი დოლარი იქნებოდა. მითხრა, რომ იმ შემთხვევაში გააფორმებდა ხელშეკრულებას, თუ ჩემი ანაზღაურების ნახევარს მივცემდი. ვუთხარი, რომ ასეთი საქციელი მარტო ეთიკურ ნორმებს კი არ სცდებოდა, კანონდარღვევაც იყო.
ვკითხე, მისცემდი-მეთქი შენ შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას — შენს პირად ან ფინანსურ მონაცემებს თაღლით და უპატიოსნო ადამიანს. გასაგებად ავუხსენი ჩემი პოზიცია და თან ვუთხარი, თუ მოისურვებდა ჩემთან თანამშრომლობას, დაერეკა. ის დღე იყო და მას მერე აღარ მინახავს.
ეს შემოთავაზება რომ მიმეღო, ჩემი პატიოსნება ეჭვქვეშ დადგებოდა და, როგორც ქრისტიანს, ღირსების გრძნობაც შემელახებოდა; გავხდებოდი ადამიანის მონა, რომელიც თავისი მაქინაციებით უპატიოსნო საქციელში გამრევდა“ (დონი, აშშ).
სულის სიმშვიდე
ამ ჟურნალის შესავალ სტატიაში მოხსენიებული იყო დანი, რომელსაც ტყუილის სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზული თანხა შესთავაზეს. როგორ მოიქცა ის?
„მენეჯერს დიდი მადლობა გადავუხადე სადილისთვის და ფულით სავსე კონვერტი უკან დავუბრუნე. ის თავისას არ იშლიდა და მეუბნებოდა, რომ თუ მისი ქარხანა გადალახავდა შეფასების ამ კრიტერიუმს, კიდევ დამიმატებდა ფულს. მე ამ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვი.
ეს ფული რომ ამეღო, სულ იმის შიშში უნდა ვყოფილიყავი, რომ ვინმეს არ გაეგო და არ გამოაშკარავებულიყო ჩემი საქციელი. მოგვიანებით ჩემმა უფროსმა საიდანღაც გაიგო ამის შესახებ. მიხაროდა და შინაგანად მშვიდად ვიყავი, რომ ცუდი არაფერი მქონდა ჩადენილი. როცა ეს ამბავი გავიგე, გამახსენდა იგავების მე-15 თავის 27-ე მუხლი: „ვინც უსამართლოდ იხვეჭს, უბედურებას მოუტანს თავის სახლს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს“ (დანი, ჰონკონგი).
-
-
პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებასგამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
-
-
კარგი ურთიერთობა ღმერთთან
«კომპანიაში მომმარაგებლად ვმუშაობ. გაყიდვების აგენტები ზოგჯერ მთავაზობენ, რომ ჩემს კომპანიას არ ვაჩვენო ფასდაკლების სრული მონაცემები და სანაცვლოდ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან გარკვეული პროცენტი ავიღო. მაგრამ ეს ხომ პირდაპირი გაგებით ჩემი კომპანიისთვის ფულის მოპარვა იქნებოდა და სხვა არაფერი.
მცირე შემოსავალი მაქვს. არ იქნებოდა ურიგო, ცოტა მეტი მქონოდა, მაგრამ არაფერი შეედრება სუფთა სინდისს და იეჰოვას კეთილგანწყობას. ამიტომ საქმიანი გარიგებების დროს ვითვალისწინებ ებრაელების 13:18-ში ჩაწერილ პრინციპს: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“» (რაკელი, ფილიპინები).
-