საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოველთვის უნდა ვიქცეოდეთ პატიოსნად?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • სამსახურში ქურდობა ჩვეულებრივი რამაა. ამიტომ ბევრი ამბობს: „ყველა ასე იქცევა და მე გამონაკლისი ხომ არ ვარ?“ ბიბლიაში ამის საპირისპირო აზრს ვკითხულობთ: „არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში“ (გამოსვლა 23:2). ვიქტუარმა გაითვალისწინა ეს რჩევა და შედეგმაც არ დააყოვნა.

      ვიქტუარმა 19 წლის ასაკში პალმის ზეთსახდელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მალე შენიშნა, რომ მის 40 თანამშრომელ ქალს ქარხნიდან პალმის ნაყოფის რბილობით სავსე კალათები გაჰქონდა. ყოველი კვირის ბოლოს ისინი რბილობს ყიდდნენ და სამი-ოთხი სამუშაო დღის გასამრჯელოს იღებდნენ. ვიქტუარი ყვება: „თითქმის ყველა იპარავდა და მეც ამისკენ მიბიძგებდნენ, მაგრამ მათ ანკესს არ წამოვეგე. ავუხსენი, რომ ჩემს პატიოსნებას არაფერზე გავცვლიდი. მათ დამცინეს და მითხრეს, რომ ბევრს ვკარგავდი.

      ერთხელ, სამუშაო დღის ბოლოს, მოულოდნელად დირექტორი დაგვადგა თავზე. მან ყველა შეგვამოწმა და ჩემ გარდა ყველას კალათაში პალმის ნაყოფის რბილობი აღმოაჩინა. ზოგი მაშინვე გაათავისუფლა სამსახურიდან, ზოგი კი ორი კვირა უხელფასოდ ამუშავა. იმ ორი კვირის მანძილზე ჩემი თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ნამდვილად არაფერი დამიკარგავს“.

  • ყოველთვის უნდა ვიქცეოდეთ პატიოსნად?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • დროთა განმავლობაში ვიქტუარმა თავი დაანება პალმის ზეთსახდელ ქარხანაში მუშაობას და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. იგი ბაზარზე „გარის“ (მანიჰოტის პიურე) ყიდდა. ბევრ კლიენტს შეუმჩნეველი არ რჩებოდა ვიქტუარის პატიოსნება. მალე მას ისე აეწყო საქმე, რომ შეეძლო ადრე წამოსულიყო სამუშაოდან და მეტი დრო დაეთმო ქადაგებისთვის. იგი სხვებს ამცნობდა, რომ მალე მსოფლიოში აღარ იარსებებდა უპატიოსნობა. მოგვიანებით, ვიქტუარი გათხოვდა; დღეს ის და მისი მეუღლე სრული დროით მსახურობენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება