-
ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობასსაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
-
-
ასე რომ, ჩვენ ხუთი თვის მანძილზე მიწერ-მოწერა გვქონდა და შემდეგ ჰონკონგში ჩავედი. 1965 წლის 5 ოქტომბერს კი დავქორწინდით.
ჩვენ ორივეს გვინდოდა დაქორწინება და სრული დროით მსახურების გაგრძელება. რაც უფრო ასაკში შევდიოდით, მით უფრო ვგრძნობდით, რამდენად გვჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრი. როდესაც დავინახე, როგორი სითბოთი და ყურადღებით ეპყრობოდა ჰაროლდი ადამიანებს და როგორ აგვარებდა მსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებს, დიდი პატივისცემა გამიჩნდა მის მიმართ და უფრო შემიყვარდა. 27 წლის მანძილზე ძალიან ბედნიერი ცოლ-ქმარი ვიყავით; იეჰოვაც უხვად გვაკურთხებდა.
ჩინელები ძალიან მომწონს, რადგან შრომისმოყვარენი არიან. ჰონკონგში ჩინურის კანტონურ დიალექტზე ლაპარაკობენ, რომელიც უფრო მეტი ტონალობით ანუ მოდულაციით ხასიათდება, ვიდრე ძირითადი ლიტერატურული ჩინური ენა. ამიტომ კანტონური დიალექტი გაცილებით რთული სასწავლია. მე და ჰაროლდმა დაქორწინების შემდეგ იეჰოვას მოწმეების ფილიალში არსებულ მისიონერთა სახლში დავიწყეთ ცხოვრება. მოგვიანებით კი ჰონკონგის სხვადასხვა ნაწილში ვმსახურობდით. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ 1976 წელს სერიოზულად შემერყა ჯანმრთელობა.
დაავადებასთან ბრძოლა
რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლდენა მქონდა და ორგანიზმში სისხლის მოცულობამ საგრძნობლად იკლო. ოპერაცია მჭირდებოდა, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, რომ სისხლის გადასხმის გარეშე ვერ გამიკეთებდნენ ოპერაციას. როგორც ამიხსნეს, სისხლის გადასხმის გარეშე შეიძლება ოპერაციული შოკიდან ვერ გამოვსულიყავი და მოვმკვდარიყავი. ერთ დღეს, როდესაც ექიმები ჩემს მდგომარეობაზე მსჯელობდნენ, ექთნები ცდილობდნენ, გადავერწმუნებინე და მეუბნებოდნენ, რომ უფლება არ მქონდა, ასე უაზროდ გამეწირა საკუთარი სიცოცხლე. იმ დღეს 12 ოპერაცია იყო დაგეგმილი, მათ შორის 10 აბორტი უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ არავინ ეწინააღმდეგებოდა ფეხმძიმე ქალებს, რომ შეენაჩუნებინათ თავიანთი პატარების სიცოცხლე.
საბოლოოდ, ჰაროლდმა დაწერა განცხადება, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მედპერსონალი პასუხს არ აგებდა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ ექიმები დაგვთანხმდნენ ოპერაციის გაკეთებაზე. შემიყვანეს საოპერაციოში და ანესთეზიის გასაკეთებლად მომამზადეს. მაგრამ ბოლო მომენტში ანესთეზიოლოგმა უარი თქვა თავის მოვალეობაზე, რის გამოც საავადმყოფოს დატოვება მომიწია.
ამის შემდეგ კონსულტაციისთვის მივედით კერძო გინეკოლოგთან. როდესაც მან დაინახა, თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობა მქონდა, ოპერაციის გაკეთება საოცრად მცირე თანხაში შემოგვთავაზა, იმ პირობით, თუ არავის ვეტყოდით ამის შესახებ. ოპერაციამ — სისხლის გადასხმის გარეშე — ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთ კრიზისულ დროს მე და ჰაროლდმა აშკარად დავინახეთ, თუ რამდენად მოსიყვარულე და მზრუნველია იეჰოვა.
ჰაროლდს 1992 წელს განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა. საცხოვრებლად ფილიალში გადავედით, სადაც ჩვენზე სიყვარულით ზრუნავდნენ. ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ თავისი მიწიერი ცხოვრება 1993 წელს 81 წლის ასაკში დაასრულა.
-
-
ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობასსაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
-
-
[სურათები 26 გვერდზე]
ჩვენი ქორწინების დღეს ჰონკონგში 1965 წლის 5 ოქტომბერს.
[სურათი 26 გვერდზე]
ჰონკონგის ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად; შუაში — ლიანები, მარჯვნივ — განაუეიები.
-